გიორგი დევდარიანი: "დინამოს" დუბლები 19-წლამდელთა ნაკრების საბაზო გუნდია

AutoSharing Option
"დინამოს" დუბლშემადგენლობა, რომელსაც გიორგი დევდარიანი წვრთნის, ზამთრის პაუზას ერთობ წარმატებულად შეხვდა.

"დინამო-2" სატურნირო ცხრილში, 48 ქულით პირველ ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილზე მყოფ ზუგდიდის "ბაიასთან" დინამოელებს ექვსქულიანი ჰანდიკაპი გააჩნიათ.

თბილისის "დიანმოს" ოფიციალურ ვებ-გვერდს გუნდის დუბლშემადგენლობისა და საქართველოს 19-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი ესაუბრა.

გიორგი დევდარიანი: საერთო შეფასებით ჩვენი გუნდისთვის პირველი წრე კარგი გამოდგა. წინასასეზონო მომზადება იდეალურად იყო დაგეგმილი. ეს იმაში გამოვლინდა, რომ პირველი ოთხი თამაში გუნდს გაუჭირდა, ხოლო შემდეგ აკრიფა ფორმა და ფუნქციონალური მომზადებით მეტოქეებზე მათი უპირატესობა გამოჩნდა.

ეს ყველაფერი, კი სწორად
დაგეგმილი ექვსკვირიანი მოსამზადებელი პერიოდის შედეგია. ამავე დროს ტექნიკურ-ტაქტიკურად მოხდა ფეხბურთელების უკეთ გაცნობა-შეწყობა-შეთამაშება და შესაბამისად გუნდმა შედეგიანი და სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა.

სასიამოვნოა ახალი წლის შეხვედრა სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე, თუმცა ვთვლი, რომ უფრო მნიშვნელოვანი, დუბლებში მომზადებული ფეხბურთელების უმაღლესი ლიგის გუნდებით დაინტერესებაა. ამ ზამთარში ჩვენი გუნდი შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა: პარუნაშვილი, პაპავა და ხოჭოლავა "დინამოს" მთავარ გუნდში გადაიყვანეს, ხოლო ნადირაძე, ჩაფიძე, გაბაშვილი და ჯიშკარიანი- ცხინვალის "სპარტაკში" გააგრძელებენ კარიერას.

მეორე წრისთვის ფაქტიურად ახალი გუნდის გაკეთება მოგვიწევს. კლუბში დარჩენილი ფეხბურთელების რაოდენობა და მოსამზადებელი ეტაპი იმის იმედს გვიტოვებს, რომ შევძლებთ კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნას, რომელშიც აღიზრდებიან ინდივიდები პირველი გუნდისთვის.

"დინამოს" დუბლები ფაქტიურად, საქართვლოს 19-წლამდელთა ნაკრების საბაზო გუნდია. ნაწილი მათგანი პირველ გუნდში გადავიდა და იმედია მაისში გასამართი ჩემპიონატისთვის კარგ ფორმაში იქნებიან. ასევე არის ნაკრების ათკაციანი კანდიდატთა სია. 20 დეკემბრის შემდეგ უკვე დაწყებული გვაქვს მზადება და იანვარში დაგეგმილია ნაყოფიერი შეკრება, სავარაუდოდ უცხოეთშიც. ამ ფეხბურთელთა მომზადება დარწმუნებული ვარ გამოადგება ასევე 19-წლამდელთა ნაკრებსაც.

მნიშვნელოვანია, რომ მზადების პროცესში, ის ფეხბურთელები, რომლებიც არ არიან "დინამოს" წევრები - ჩვენთან ერთად ემზადებიან და ვარჯიშობენ, რაზეც მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ხელმძღვანელობას.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი მწრვთნელია და სწორადაც აზროვნებს...
sum_111
16:39 08-01-2012
0

სიახლეები პოპულარული