"ვოივოდინას" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, გიორგიმ "დინამოსთან" კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი და გუნდს ესპანეთში შეკრებაზე გაყვება.
ვებ-გვერდთან სატელეფონო საუბარში გიორგი მადლობას უხდის ყველა ადმიანს ვინც მხარში ედგა და აღნიშნავს, რომ სერბულ გუნდში ბევრი მეგობარი შეიძინა.
როგორც მოსალოდნელი იყო "დინამომ" მერებაშვილთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის თანხად 300 ათასი ევრო სახელდება
შეგახსენებთ, რომ ქართველი ნახევარმცველით უკრაინული "კარპატიც" იყო დაინტერესებული.