გიორგი მერებაშვილი "დინამოს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
გიორგი მერებაშვილი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა. აქამდე ქართველი ნახევარმცველი სერბული "ვოივოდინას" ღირსებას ორი წლის განმავლობაში იცავდა. მერებაშვილი სერბეთის ჩემპიონატის 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

"ვოივოდინას" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, გიორგიმ "დინამოსთან" კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი და გუნდს ესპანეთში შეკრებაზე გაყვება.

ვებ-გვერდთან სატელეფონო საუბარში გიორგი მადლობას უხდის ყველა ადმიანს ვინც მხარში ედგა და აღნიშნავს, რომ სერბულ გუნდში ბევრი მეგობარი შეიძინა.

როგორც მოსალოდნელი იყო "დინამომ" მერებაშვილთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის თანხად 300 ათასი ევრო სახელდება

შეგახსენებთ, რომ ქართველი ნახევარმცველით უკრაინული "კარპატიც" იყო დაინტერესებული.
გიორგი მერებაშვილი "დინამოში" 2006–2010 წლებში თამაშობდა და 108 მატჩში 86 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ტენდენცია ჩემი აზრით მისასალმებელია! ღმერთმა გაგაძლიეროთ!
shoda
17:34 08-01-2012
0
დინამოს მერებაშვილის ტრანსფერი 300 ათასი ევრო დაუჯდა

serbeti
17:54 08-01-2012
0

სიახლეები პოპულარული