"დინამომ" მერებაშვილი და ძარია წარადგინა

AutoSharing Option
დღეს, 15:00 საათზე, "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში თბილისის "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა და სპორტულმა დირექტორმა, გიორგი ნემსაძემ საზოგადოებას გუნდის ახალწვეულები გიორგი მერებაშვილი და ირაკლი ძარია წარუდგინეს.

"დინამოს" წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამით გუნდის გაძლიერება არ დამთავრებულა და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს დაიმატებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ გიორგი მერებაშვილი "დინამოს" ღირსებას 2004-2010 წლებში იცავდა და სწორედ ქართული კლუბიდან გადავიდა სერბულ "ვოივოდინაში", სადაც ორი წელი გაატარა. ქართველმა ნახევარმცველმა სერბული გუნდის მაისურით 53 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი
გაიტანა.

რაც შეეხება, "დინამოს" მეორე ახალწვეულს ირაკლი ძარიას, მანამდე ის საქართველოს მოქმედი ჩემპიონის "ზეტაფონის" ღირსებას იცავდა. ძარიას ანგარიშზე 75 შეხვედრაში 7 გოლია.

ზურაბ პოლოლიკაშვილი:"სასიხარულოა, რომ მიმდინარე წელს სიახლეებით ვიწყებთ. ყველანი ორიენტირებულნი ვიყავით გუნდის გაძლიერებაზე და დღეს ორ ახალწვეულს წარგიდგენთ. სერბეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი "დინამოს" უბრუნდება.

გიორგისთან ერთად ვიმატებთ საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეულ ნახევარმცველს, ვფიქრობ ირაკლი ძარია თავისი თამაშით საგრძნობლად გაგვაძლიერებს. გიორგისაც და ირაკლისაც უცხოეთიდან არაერთი შეთავაზება ჰქონდათ, მაგრამ მათ "დინამოში" თამაში არჩიეს, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო".

გიორგი ნემსაძე:"დაპირებისამებრ "დინამო" ძლიერდება. თქვენს წინაშე ქართული ფეხბურთის გულშემატკივართათვის ორი ცნობილი ფეხბურთელია, რომლებიც ჩვენს გუნდს გააძლიერებენ და თბილისის "დინამოს"  უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლაში დაეხმარებიან. სეზონის განახლებამდე ჩვენს გუნდში ახალწვეულები კიდევ იქნებიან".

გიორგი მერებაშვილი
:"დიდი მადლობა მსურს გადავუხადო თბილისის "დინამოს" ჩემდამი ასეთი ინტერესისათვის. მართლაც, ბედნიერი ვარ, რომ კვლავ მშობლიურ გუნდში მომიწევს თამაში. მოედანზე მაქსიმალურად დავიხარჯები. ვეცდები გულშემატკივართა და კლუბის იმედები გავამართლო.

ირაკლი ძარია:"ბედნიერი ვარ, რომ ისეთ გუნდთან გავაფორმე კონტრაქტი, რომელში თამაშის სურვილიც ბავშვობიდან მქონდა. "დინამოს" მაისურით თამაში ჩემთვის დიდი გამოწვევაა და ვეცდები საკუთარი შესაძლებლობები მოედანზე მაქსიმალურად გამოვავლინო და "დინამოს" ნდობა გავამართლო.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
აი საღოლ ძარია, ზესტაფონიდან იმიტომ წახვედი რომ დინამოში გადასულიყავი? ამის ღირსნი იყვნენ შენგან ზესტაფონის ქომაგები. დაუნახავი ყოფილხარ
gigi
16:24 09-01-2012
0
ძარიასთან რა გინდა წავიდა კაი გუნდიდან დინამოში .დინამომ იკითხოს რო არ გამოადგება თორე ზესტაფონში კი ჩანდა რო მაგისი ადგილი არა იყო!! რაში დაჭირდა ეს ტყული ოჯახი გადადი უკრაინაში საცხოვრებლადო თკვი რა კაცურად და გაგიშვებენ ეხ!
mesi
17:17 09-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული