რატომ ჩაიშალა უკრაინული ვარიანტები და უნდა იყოს თუ არა "ზესტაფონის" ქომაგი ნაწყენი? - ირაკლი ძარიას პასუხები "ლელოს" კითხვებზე.
- ყველამ ისე იცოდა, რომ კარიერას უკრაინაში გააგრძელებდი, მაგრამ თბილისის "დინამოში" აღმოჩნდი. რატომ არ გამოვიდა უკრაინული ვარიანტები?
- გადაწყვეტილი რომ მეგონა ყველაფერი, სწორედ
- ზესტაფონელი ქომაგი ნაწყენია, მიიჩნევენ, რომ ეს არ იყო კაცური საქციელი. როგორ გგონია, მართლები არიან?
- კლუბისთვის, ზესტაფონელი ქომაგისთვის ბევრი მაქვს გაკეთებული. ექვსი წელი ვითამაშე "ზესტაფონში, თანაც, გუნდში ყველამ იცოდა, წასვლას რომ ვაპირებდი. "დინამოს" ვარიანტი გაუთვალისწინებელი შემთხვევა იყო, დგება ხოლმე მომენტი, როცა ადამიანმა რთული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - რატომ უნდა გამამტყუნონ, თუ ჩემთვის უკეთესი ვარიანტი ვარჩიე.
- როგორც ვიცი, უკრაინული ვარიანტების ჩაშლის შემდეგ"ზესტაფონს" ექვსი თვით დაბრუნება შესთავაზე, მაგრამ უარი მიიღე, ყოფილმა კლუბმა ახალი კონტრაქტი შემოგთავაზა. რატომ არ დათანხმდი?
- ყველაფერს საზღვარი აქვს, მით უმეტეს, მაშინ, როცა უცებ ჩემთვის ბევრი რამ შეიცვალა. "ზესტაფონი" ახალ კონტრაქტს კი მთავაზობდა, მაგრამ კლუბის შეცვლის გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა, თანაც, "დინამომ" კარგი პირობები შემომთავაზა.
რაც შეეხება გულშემატკივარს, ვიმეორებ, არ მესმის, რატომ უნდა იყვნენ უკმაყოფილონი ზესტაფონელები ჩემით, რაც კი მითამაშია, გუნდისა და მათთვის თავი არ დამიზოგავს. მათ მე არასოდეს დავივიწყებ და ყოველთვის კეთილგანწყობილი ვიქნები, თავად კი ისე მოიქცნენ, როგორც სურთ. ჩემი საქციელი საწყენი არავისთვის უნდა იყოს, სამუდამოდ ხომ არ დავრჩებოდი იქ?
- ამბობენ, რომ შენ შესახებ "ზესტაფონისა" და "დინამოს" პრეზიდენტებმა პრივატულად ისაუბრეს. თუ გსმენია ამის თაობაზე?
- არა, მე არაფერი ვიცი.
- სხვა ქართული კლუბებისგან არ გქონდა შემოთავაზება, რატომ მაინცდამაინც "დინამო?
- ვიდრე ზესტაფონში წავიდოდი სათამაშოდ, მანამდე ვოცნებობდი, რომ "დინამოში" მეთამაშა და ახლა ავიხდინე ეს ნატვრა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"