გია გეგუჩაძე: გუნდის შესავსებად მუდამ ძიებაში ვართ

AutoSharing Option
გუშინ, ქუთაისის "ტორპედო" საღორიის საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა და ახალ წელს მშობლიურ ქალაქში პირველად ივარჯიშა. სხვა ფეხბურთელებთან ერთად, ვარჯიშზე იყვნენ ახალწვეულებიც.

ქუთაისური კლუბის უახლოეს გეგმებზე "ტორპედოს" თავკაცმა გია გეგუჩაძემ ისაუბრა. გთავაზობთ მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს:

"ახალი წლიდან სამდღიანი ციკლი თბილისში გვქონდა. სამედიცინო შემოწმებასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში გუნდი ვარჯიშობდა. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მდგომარეობა ნორმალურია და ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

9-დან 18 იანვრის ჩათვლით მზადება ქუთაისში გაგრძელდება. 21 იანვრიდან კი შეკრების გასავლელად ანტალიაში გავემგზავრებით, სადაც მოვემზადებით და ძლიერ გუნდებთანაც ვითამაშებთ.

სანამ, ანტალიაში წავალთ ქუთაისში
ყველანაირი ტიპის ვარჯიშებს გავმართავთ. რა თქმა უნდა, ვიზრუნებთ კონდიციების ამაღლებაზე, ამდენად ფიზიკური დატვირთვები საკმაოდ იქნება, თუმცა ბურთზე უარს არ ვამბობთ. ასევე გვექნება ტაქტიკური და ტექნიკური ტიპის ვარჯიშებიც. ამასთან ერთად, ვგეგმავთ 2 ამხანაგური მატჩის გამართვას 15-სა და 18 იანვარს, ჯერ-ჯერობით მეტოქეები გადაწყვეტილი არ არის.

გუნდის შესავსებად მუდამ ძიებაში ვართ, ყოველთვის უკეთესი ფეხბურთელი გვინდა, მაგრამ რასაც ვუყურებ ამ ეტაპზე, ახალი ფეხბურთელების მოყვანის მხრივ ცუდად არ გვიმუშავია.

შეიძლება, ბევრი გულშემატკივარი ელოდებოდა ხმაურიან ტრანსფერებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ ჯერ ამ ფეხბურთელებით გავალთ ფონს. რაც შეეხება ახალწვეულებს, საკმაოდ კრეატიული ფეხბურთელები არიან, მოედანზე კარგად აზროვნებენ და ფეხბურთი იციან".

fctorpedo.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული