საახალწლო არდადეგების შემდეგ გუნდი გუშინწინ თბილისში შეიკრიბა - 8 და 9 იანვარს სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრ "სიტი-სპორტში" ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს.
შარშანდელის მსგავსად, "ზესტაფონი გუნდს" ზამთრისათვის უჩვეულოდ კარგი ამინდით შეეგება და ეს ადამიანების განწყობაზეც დადებითად აისახა.
ვარჯიში, რომელსაც ავადმყოფობის გამო შოთა გრიგალაშვილი გამოაკლდა, ძალიან ხალისიან და მხიარულ ატმოსფეროში წარიმართა. დღევანდელი დღე ძირითადად ფიზიკურ
პირველად თავის ახალი გუნდის შემადგენლობაში ივარჯიშა ზემოიმერული კლუბის ერთბაშად ექვსმა ახალწვეულმა - დავით რაჟამაშვილმა, ლუკა გუგუჩიამ, გურამ სამუშიამ, აბაიომი ოვონიკოკომ, ლევან შარიქაძემ და დავით მუჯირმა. ძალიან სასიხარულო გახლავთ ისიც, რომ მძიმე ტრავმებით გამოწვეული იძულებითი პაუზებისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, დღეს საერთო ჯგუფში პირველად ივარჯიშეს ზურაბ მენთეშაშვილმა, გიორგი ხიდეშელმა და რატი წინამძღვრიშვილმა.
2012 წელს გამართულმა ქვეყნის ჩემპიონთა პირველმა ვარჯიშმა მედიის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია - დღეს ზესტაფონს ცენტრალური და რეგიონალური ტელეკომპანიების წარმომადგენელი 4 გადამღები ჯგუფი ესტუმრა.
ხვალიდან გია ჭიაბრიშვილს გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადაჰყავს.
fczestafoni.ge