იგი "ბარსელონა-ბ"-ს აღზრდილია, სადაც 2003-05 წლებში გამოდიოდა, მომდევნო სეზონი კი "მალაგას" ფარმკლუბში ჩაატარა. 2006-10 წლებში გერაუ ხიხონის "სპორტინგში" თამაშობდა და, "ვიკიპედიას" თუ ვენდობით, იქ 41 მატჩი ჩაუტარებია და ერთი გოლი გაუტანია.
2010-11 წლების სეზონი გერაუმ პოლონეთში გაატარა - ვარშავის "პოლონიას" შემადგენლობაში 34 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
"დინამოში" გადასვლამდე ახალ ზელანდიაში, კერძოდ, "ოკლენდში" ასპარეზობდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"