კიდევ ერთი ესპანელი "დინამოში" - ანდრეუ გერაუ

AutoSharing Option
თბილისი "დინამოს" ესპანური "სათვისტომო" იზრდება - ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულიან კლუბში გააგრძელებს კარიერას 28 წლის საყრდენი ნახევარმცველი ანდრეუ გერაუ.

იგი "ბარსელონა-ბ"-ს აღზრდილია, სადაც 2003-05 წლებში გამოდიოდა, მომდევნო სეზონი კი "მალაგას" ფარმკლუბში ჩაატარა. 2006-10 წლებში გერაუ ხიხონის "სპორტინგში" თამაშობდა და, "ვიკიპედიას" თუ ვენდობით, იქ 41 მატჩი ჩაუტარებია და ერთი გოლი გაუტანია.

2010-11 წლების სეზონი გერაუმ პოლონეთში გაატარა - ვარშავის "პოლონიას" შემადგენლობაში 34 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

"დინამოში" გადასვლამდე ახალ ზელანდიაში, კერძოდ, "ოკლენდში" ასპარეზობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ალექს გარსია ამ ფეხბურთელით როგორ დაინტერესდა,თავის სიცოცხლეში ორი გოლი აქვს გატანილი.ჯობია საქართველოს ჩემპიონატიდან იყიდოს ვინმე წესიერი
achiko
12:45 11-01-2012
0
ეს კიდე სადღა მოძებნა ნიჭიერმა გარსიამ, ერთი სიტყვით კვლავ წააგებენ მარტვილთან, გორის დილასთან და სამტრედიასთან. ---------- ზესტაფონთან ხო 7 - 00000000000000000000000000000000000000000000
fiore
14:04 11-01-2012
0

სიახლეები პოპულარული