"დინამოს" ესპანური ვოიაჟი

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ესპანურ შეკრებაზე 13 იანვარს გაემგზავრება, ბარსელონაში 23 იანვრამდე დარჩება და ორ საკონტროლო მატჩსაც ჩაატარებს.

სავარაუდო მეტოქეები იქნებიან პრიმერადივიზიონის ბარსელონას "ესპანიოლი" და ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონის "ტერასა".

შემდეგ "დინამო" მარბელაში გადაინაცვლებს, სადაც საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. პირველი მეტოქე პოლონური "კრაკოვია" იქნება, მომდევნოთა ვინაობა კი ტურნირის მსვლელობისას გახდება ცნობილი.

"დინამოსა" და "კრაკოვიას" გარდა, მარბელას ტურნირში იასპარეზებენ კიევის "დინამო", ბულგარეთის "ლოკომოტივი", შვეიცარიის "იანგ ბოიზი", უნგრეთის "ვიდეოტონი", ლიტვის "ეკრანასი" და ნორვეგიის "სტრომგოდსეტი".

"დინამო" სამშობლოში 3 თებერვალს დაბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული