"გაგრა" "სიბირს" აღარ შეხვდება

AutoSharing Option
"გაგრას" პრესსამსახურის ცნობით, ანთალიურ შეკრებაზე რუსეთის პირველლიგელ ნოვოსიბირსკის "სიბირთან" დაგეგმილი მატჩი აღარ გაიმართება.

"რუსებთან შეხვედრა 27 იანვარს იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს სპარინგი ჩაიშალა. ნოვოსიბირსკელების ნაცვლად "გაგრა" 28 იანვარს პოლონეთის ექსტრაკლასას ზაბჟეს "გურნიკს" შეხვდება.

სხვა მატჩების გრაფიკი უცვლელია: 30 იანვარი - "ირტიში", 3 თებერვალი - ყარაგანდის "შახტიორი", 6 თებერვალი - პოლონური "ბიტოვია."

"გაგრა" უკვე შეიკრიბა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და სეზონისთვის მზადებასაც შეუდგა. ფეხბურთელები დღეში ორჯერ ვარჯიშობენ - დილით "მერანის" სტადიონზე ბურთით, შუადღისას კი იპოდრომზე ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად მუშაობენ.

"გაგრას" მთავარ მწვრთნელ
გიზო ჯელაძეს გვარიანი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, რადგან ამჟამად მისი ხელმძღვანელობით 35 ფეხბურთელი ვარჯიშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული