"ვიტ ჯორჯია" იმედებს ჭაბუკებზე ამყარებს

AutoSharing Option
მეორე სატრანსფერო სეზონია "ვიტ ჯორჯია" ძირითადი შემადგენლობის ბირთვს მთლიანად ინარჩუნებს. კლუბი არ ღალატობს თავის სტრატეგიულ პოლიტიკას და აქცენტს საკუთარ აღზრდილებზე აკეთებს.

როგორც გაცნობეთ გუნდის პირველ შემადგენლობაში ემზადება 28 ფეხბურთელი, მათ შორის 7 ჭაბუკია, რომლებმაც თავი გამოიჩინეს დუბლშემადგენლობის თამაშებში. ესენი არიან: ოთარ ჯავაშვილი, ელგუჯა ლობჯანიძე, ვაჟა ხურცილავა, შოთა დავლაშელიძე, ანდრო სოფრომაძე, ნიკა ჯოლოხავა და გიორგი კალანდია, ეს უკანასკნელი საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების წევრია.

კლუბის ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს დიდად ეიმედებათ ამ ფეხბურთელების და მიაჩნიათ, რომ უახლოეს მომავალში ისინი გუნდის წამყვან ფეხბურთელობაზე განაცხადებენ
პრეტენზიას.

witgeorgia.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული