"ტორპედოს" მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
21 იანვარს ქუთაისის "ტორპედო" მზადების ახალ ეტაპს ანტალიაში შეუდგება. ცნობილია ის მეტოქეები, რომლებიც გუნდთან ამხანაგურ მატჩებს გამართავენ.

პირველ თამაშს ქუთათურები 28 იანვარს პოლონეთის ჩემპიონატში, უმაღლესი ლიგის ცხრილის შუაწელში (მე-8 ადგილზე) მყოფ "კორონასთან" ჩაატარებენ.

1 თებერვალს "ტორპედოს" სპარინგ-მეტოქე ჩეხეთის უმაღლესი ლიგის ბინადარი (მე-14 ადგილოსანი) ოსტრავის "ბანიკი" იქნება.

მორიგი საკონტროლო შეხვედრა 3 თებერვალს შედგება, თუ ვინ იქნება ამ დღეს ჩვენი მეტოქე, ეს, ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია.

უცხოეთში გამგზავრებამდე "ტორპედოს" უახლოესი მეტოქე მარტვილის "მერანი" იქნება. ამხანაგური მატჩი 15 იანვარს საღორიის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
საღორიის მომეწონა :D
shansi
17:06 11-01-2012
0
საღორიის ტყე განთმული იყო გარეული ტახებით, ბაგრატიონებს უყვარდათ აქ ნადირობა, არაჩეულებრივი მუხნარია...ტორპედოს ბაზაც იქვეა და თამაშიც იქ იქნება მერანთან...სპორტზე თუ ხართ კომპეტენტური დაწერეთ რამე ჯობია..ბაგრატიონებს მოწონდათ და ეხა ჩვენ თუ არ მოგვეწონება "საღორია" სახელი არავინ შეცვლის
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული