პირველ თამაშს ქუთათურები 28 იანვარს პოლონეთის ჩემპიონატში, უმაღლესი ლიგის ცხრილის შუაწელში (მე-8 ადგილზე) მყოფ "კორონასთან" ჩაატარებენ.
1 თებერვალს "ტორპედოს" სპარინგ-მეტოქე ჩეხეთის უმაღლესი ლიგის ბინადარი (მე-14 ადგილოსანი) ოსტრავის "ბანიკი" იქნება.
მორიგი საკონტროლო შეხვედრა 3 თებერვალს შედგება, თუ ვინ იქნება ამ დღეს ჩვენი მეტოქე, ეს, ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია.
უცხოეთში გამგზავრებამდე "ტორპედოს" უახლოესი მეტოქე მარტვილის "მერანი" იქნება. ამხანაგური მატჩი 15 იანვარს საღორიის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.