ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტმა ჯარიმები შეაჯამა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა, 2011-12 წლების ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებისა და ფეხბურთელების მიმართ ჩემპიონატის პირველ წრეში გატარებული საჯარიმო სანქციები და ფულადი ჯარიმები შეაჯამა.

პირველი ლიგის A ზონაში მოასპარეზე კლუბების საჯარიმო თანხები ასე გამოიყურება: საფეხბურთო კლუბები - "ლოკომოტივი" (თბილისი), სტუ (თბილისი), "სამტრედია", "კოლხეთი" (ხობი), "დინამო" (ბათუმი), "მერცხალი" (ოზურგეთი) და "ჭიათურა" საერთო ჯამში 4 500 ლარით დაჯარიმდნენ.

რაც შეეხება B ზონას, საფეხბურთო კლუბები - "ნორჩი დინამო", "ჩიხურა" (საჩხერე), "სულორი"(ვანი), "სამგურალი" (წყალტუბო), "აეტი" (სოხუმი), "იმერეთი" (ხონი), "ადელი" (ბათუმი) და
"ზოოვეტი" (გარდაბანი) ჯამში 4 300 ლარით დაჯარიმდნენ.

უმაღლესი ლიგის კლუბებიდან კი, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ჯამში 3 100 ლარით დაჯარიმდა;

ქუთაისის "ტორპედო" - 1 600 ლარით;

ბოლნისის "სიონი" - 3 900 ლარით;

ფოთის "კოლხეთი" - 1 150 ლარით;

ცხინვალის "სპარტაკი" - 1 050 ლარით;

"გაგრა" - 100 ლარით;

ზუგდიდის "ბაია" - 7 600 ლარით;

თბილისის "დინამო" - 4 450 ლარით;

მარტვილის "მერანი" - 1 300 ლარით;

"ვიტ ჯორჯია" - 400 ლარით;

რუსთავის "მეტალურგი" - 300 ლარით;

გორის "დილა" - 1 350 ლარით.

gff.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული