"ლელოს" ვეტერანი კორესპონდენტი დემურ ტორაძე წლების განმავლობაში კრებდა ყველაფერს, რასაც მიხეილ მესხზე წერდნენ ჩვენში თუ უცხოეთში. დღეს გთავაზობთ ამონარიდების ნაწილს ჟურნალისტის არქივიდან.
"დიავოლ! შენ ფეხბურთის აკადემიკოსი ხარ..."
ანდრო ჟორდანია
"მესხის ფინტები ტორეადორის ნატიფ ხელოვნებას მოგვაგონებს"
გურამ ფანჯიკიძე
"მესხი ისე რომ თამაშობდეს, როგორც სხვები, მაშინ იგი მესხი არ იქნებოდა"
ლევ ფილატოვი
"მესხი
ვიქტორ ცარიოვი
"მიუხედავად იმისა, რომ მესხთან კონფრონტაციაში ვიყავი, მასზე უკეთესი ფეხბურთელი არსად მეგულება"
გიორგი სიჭინავა
"მესხი და მეტრეველი საბჭოური ფეხბურთის ფრთებს წარმოადგენენ"
ელენიო ერერა
"ძალზე ვწუხვარ, რომ არ მომიწია მესხის გვერდით თამაშმა"
ედუარდ სტრელცოვი
"სიამოვნებით ვითამაშებდი თავდასხმის ხუთეულში გაიოზ ჯეჯელავასთან, სლავა მეტრეველთან, ავთანდილ ღოღობერიძესთან და მიხეილ მესხთან ერთად"
ბორის პაიჭაძე
"ფინტების მხრივ მესხი შეუდარებელია - მას მხოლოდ გარინჩა თუ გაუწევდა მეტოქეობას"
სლავა მეტრეველი
"მესხი ერთი თავით მაღლა დგას საფეხბურთო სამყაროს ყველა გარემარბზე"
იოზეფ მასოპუსტი
"პირველად ვიხილე, თუ როგორ მიაწოდა ფეხბურთელმა თავის თავს პასი"
გაბრიელ ანო
"ზუსტი პასის ოსტატს მიხეილ მესხს მსოფლიოში N1 გარემარბად მივიჩნევ. მის მიერ მოწოდებულ ბურთს მხოლოდ თავის დახვედრება სჭირდებოდა"
ზაურ კალოევი
"ტექნიკის თვალსაზრისით მიხეილ მესხის ბადალი ოსტატი მსოფლიოში არ მინახავს"
გავრილ კაჩალინი
"მესხის ფინტები ფურორს იწვევდა ყველგან - სამხრეთ ამერიკაშიც კი, სადაც ასე განვითარებულია ეს ფილიგრანული ხელოვნება".
ანდრეი და ნიკოლაი სტაროსტინები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"