გიორგი ხუბუა "დილაში" ჩაირიცხა

AutoSharing Option
განახლებულ გორის "დილაში" გიორგი ხუბუა ჩაირიცხა - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი და ნამდვილი "მოტორი", რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში.

მაგრამ გიორგი კლუბში ვერ მოეწყო. ზუგდიდელი ფეხბურთელი 2009 წელს დორტმუნდის "ბორუსიაში" ისინჯებოდა, 2010 წელს კი მოსკოვის "ლოკომოტივში" იური სიომინმა აიყვანა, ერთი ხანობა ძირითად გუნდთანაც ავარჯიშებდა და გიორგის ჩარიცხვის იმედიც გაუჩნდა.

როცა სიომინი კიევის "დინამოში" წავიდა, ხუბუა მოსკოვურ გუნდში კიდევ ნახევარი წელი ვარჯიშობდა, თუმცა მოსკოველ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტმა ოლგა სმოროდსკაიამ მიზეზთა გამო არ დატოვა.

ძალიან უცნაური იყო, რომ
წარმატებული ნაკრების წარმატებული ფეხბურთელი ნახევარი წელი უგუნდოდ იყო.

"გამიხარდა გორის "დილაში" მიწვევა. იმედია, ახლა მაინც მექნება თამაშისა და თავის გამოჩენის საშუალება", - გვითხრა ხუბუამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული