IFFHS: "ზესტაფონი" წინ მიიწევს, "დინამო"- უკან

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის საერთაშორისო სტატისტიკისა და ისტორიის ფედერაციამ პლანეტის 400 საუკეთესო კლუბის რეიტინგი გამოაქვეყნა.

IFFHS-ის რეიტინგში სამ ქართველ კლუბს გარკვეული ცვლილებები შეეხო. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "ზესტაფონმა" ექვსი საფეხურით წინ წაიწია და 178-ე პოზიციაზე იმყოფება.

რაც შეეხება "დინამოს", საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა უკუსვლა განიცადა და ამჟამად 120-ე ადგილზეა.

რუსთავის "მეტალურგი" 25 საფეხურით დაწინაურდა და 187-ე პოზიციაზეა.

რეიტინგის პირველი ათეული კი ასე გამოიყურება.

1 (1). ბარსელონა (ესპანეთი) - 367
2 (2). რეალი (ესპანეთი) - 312
3 (3). ველეს სარსფილდი (არგენტინა) - 271
4
(4). მანჩესტერ იუნ (ინგლისი) - 270
5 (6). მანჩესტერ სიტი (ინგლისი) - 239
6 (10). სანტოსი (ბრაზილია) - 238
7 (22). უნივერსიდად დე ჩილე (ჩილე) - 235,5
8 (13). ბენფიკა (პორტუგალია) - 235
9 (5). პორტუ (პორტუგალია) - 231
10 (11). უნივერსიდად კათოლიკა (ჩილე) - 230

120 (101). დინამო - 115
172 (178). ზესტაფონი - 95
187 (212). მეტალურგი - 90

მომზადებულია iffhs.de-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული