კოკა სეფიაშივილი: "დინამოში" ადაპტაცია არ უნდა გამიჭირდეს

AutoSharing Option
კოკა სეფიაშვილი:"ჩემთვის სასიამოვნოა, რომ ისეთ გუნდში მომიწევს თამაში, როგორიც თბილისის "დინამოა". "დინამოში" გადმოსვლა ჩემს კარიერაში წინ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია.

ტრავმის გამო სამი წელი გამიცდა და "გაგრაში" სადებიუტო შეხვედრა "დინამოს" წინააღმდეგ გავმართე, ვფიქრობ "დინამოს წინააღმდეგ" გამართული მატჩი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩავატარე და ბიჭებმა ძალიან თბილად მიმიღეს. თუ არ ჩავთვლით ესპანელ ფეხბურთელებს, მოთამაშეთა უმეტესობას დიდი ხანია ვიცნობ და აქედან გამომდინარე, გუნდთან ადაპტაცია არ უნდა გამიჭირდეს".

გუშინ "დინამოს" ბრაზილიელი ლეგიონერი რობერტინიო შეუერთდა, რომელმაც დღეს გუნდთან ერთად 2012
წელს პირველ ვარჯიში გამართა.

რობერტინიო:"შობას ოჯახში შევხდი და ერთად მოვილხინეთ. ახალ წელთან ერთად ახალი იმედები მოვიდა. კლუბში ცვლილებებია, რამდენიმე ფეხბურთელმა დაგვტოვა და ასევე გვყავს ახალწვეულებიც.

ჩვენ ყველა თამაშზე გავალთ ისე როგორც ფინალზე და იმედი მაქვს, რომ წელს ჩემპიონები გავხდებით. ახლა ესპანეთში მივდივართ შეკრებაზე და დარწმუნებული ვარ, იქ სასურველ ფიზიკურ კონდიციებში ჩავდგები და მაქსიმალურად გამოვადგები ჩვენს გუნდს".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული