ამ დიდი ფეხბურთელის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გამოცხადდეს კონკურსი მიხეილ მესხის ძეგლის შესაქმნელად.
სფფ-ის გადაწყვეტილებით, კონკურსში გამარჯვებული ნამუშევარი დაიდგმება ლეგენდარული ფეხბურთელის სახელობისვე სტადიონზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ მოქანდაკეს. საკონკურსო პროცესის პირველ ეტაპზე, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ნამუშევარი მაკეტის სახით, რომელთაგანაც საუკეთესო ნიმუშები გადავა მეორე ეტაპზე. პირველი ეტაპის დასრულების ვადად განისაზღვროს 2012 წლის
რაც შეეხება მეორე, ფინალურ ეტაპს, საკონკურსო ნამუშევრების შეფასებისა და შერჩევის პროცესი საჯარო იქნება.
სფფ-ის პრესსამსახური