თბილისის "დინამო" ესპანეთში გოგუასთან და გურულთან ერთად გაემგზავრა

AutoSharing Option
დღეს, გამთენიისას თბილისის "დინამო" ესპანურ შეკრებაზე გაემგზავრა. დინამოელები სტამბულის გავლით ჩაფრინდებიან ბარსელონაში, სადაც სასტუმრო Husa Illa-ში დაბინავდებიან.

დინამოელები ბარსელონაში პრიმერა დივიზიონის ბინადარ "ესპანიოლთან" და სეგუნდა ბ-ს "ტერასასთან" ითამაშებენ.

გარსიას გუნდი ბარსელონაში 23 იანვრამდე დარჩება და შემდეგ მარბელაში გადაინაცვლებს, სადაც უკვე Impact Cup-ზე ასპარეზობისთვის მოემზადება. დინამოელები სამშობლოში 3 თებერვალს დაბრუნდებიან.

თბილისის "დინამოს" ფანკლუბის "გლადიატორების" ვებ-გვერდის ინფორმაციით, "დინამოს" შეკრებაზე ლვოვის "კარპატის" ფეხბურთელი ალექსანდრე გურულიც გაჰყვება.

ამავე საიტის ცნობით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ თბილისის "დინამოში" საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გოგიტა გოგუა ითამაშებს, რომელიც 1+2
სისტემით გააფორმებს "დინამოსთან" კონტრაქტს.

"ვოლგას" ფეხბურთელის "დინამოში" ჩარიცხვაზე საუბარი საკმაო ხანია მიმდინარეობს, თუმცა კონტრაქტზე შეთანხმებას ის აბრკოლებდა, რომ ნიჟნინოვგოროდული კლუბი არ აძლევდა 28 წლის ქართველ ნახევარმცველს სატრანსფერო ფურცელს და მოლაპარაკებების დასრულება ამის გამო გაჭიანურდა.

სავარაუდოდ, გოგიტა გოგუა "დინამოსთან" კონტრაქტს ესპანეთშივე გააფორმებს, პრეზენტაცია კი თბილისში გაიმართება.

ესპანეთში გამაგზავრებამდე დინამოელებს გზა თავად კლუბის მეპატრონე რომან ფიფიამ დაულოცა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
negredo 700 ათასი რომ გადაიხადეს მაგასაც ვერ იტყვი ზუსტად, ზოგი 300 ათასს იძახის. მოკლედ მერებაშვილი კარგი ფეხბურთელია, მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ფაქტი სახეზეა."დინამოს" ხელმძღვანელობა რომ მიიჩნევდეს მას ლიდერად დაუფიქრებლად გაუფორმებდა სამწლიან კონტრაქტს მაინც არანაირი პლიუსებით და მინუსებით. ერთია თქვენ რა გგონიათ და მეორე არის რეალობა მერებაშვილთან დაიდო 1+2 კონტრაქტი.
barca6
11:37 14-01-2012
0
negredo

და ვინ გითხრა მერე რომ 700 000 გადაიხადა? 300 000 გადაიხადეს.
WARNING!
06:10 14-01-2012
0

სიახლეები პოპულარული