"დინამომ" ბარსელონაში პირველად ივარჯიშა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გუნდმა ესპანური შეკრება დაიწყო. გუშინ დინამოელებმა ბარსელონაში ადგილობრივი დროით 18.00 საათზე პირველი ვარჯიში გამართეს.

ესპანურ შეკრებაზე ალექს გარსიას განკარგულებაში არიან: გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა, კონსტანტინე სეფიაშვილი, გულვერდ თომაშვილი, დავით ოდიკაძე, ლევან კაკუბავა, ლევან ხმალაძე, გიორგი რეხვიაშვილი, მამუკა ლომიძე, ირჟი ჰომოლა, დავით ხოჭოლავა, გიორგი კახელიშვილი, ნიკა კვეკევესკირი, ირაკლი ძარია, ალექსანდრე კოშკაძე, ჯაბა ჯიღაური, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი პაპავა, მიკელ ალვარო, გიორგი ჩივაძე, კარლეს კოტო, ალბერტო იაგუე, ჩისკო, რობერტინიო, გიორგი მერებაშვილი და ანდრეუ გარაუ.

Sportall.Ge

28 წლის ესპანელი ნახევარმცველი
გუნდს ბარსელონაში შეუერთდა და პირველი ვარჯიშიც გამართა. ანდრეუ ბარსელონას სკოლის აღზრდილია და სხვადასხვა წლებში ხუთი კლუბის ღირსებას იცავდა: 2003–05 ბარსელონა ბ, 2005–06 მალაგა ბ, 2006–10 ხიხონის სპორტინგი, 2010–11 ვარშავის პოლონია, 2011– ში ასპარეზობდა ზელანდიურ ოკლენდში და მის შემადგენლობაში საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.

გუნდთან ერთად ივარჯიშა ლევან ხმალაძემ, რომელსაც სერიოზული ტრავმის გამო, დიდი ხანი არ უთამაშია. ინდივიდუალურად ივარჯიშეს რეხვიაშვილმა, პარუნაშვილმა და ხოჭოლავამ. სარეაბილიტაციო კურსს გადის ლევან კაკუბავა.

დღეს ალექს გარსია გუნდს ორჯერ ავარჯიშებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
როდის უნდა შეწყვიტოს დინამომ ესეთი უაზრო ტრანსფერების განხორციელება,და ესპანელების ჩამოყვანა,არცერთი ესპანელი ქართველეზე ძლიერი არააა პირიქით უპრო სუსტია მთელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კლუბები ნიჭიერ ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელებზე აკეთებენ აქცენტს და დროა დინამომაც იგივე გააკეთოს
negredo
19:28 14-01-2012
0
გოგუა და გურული სად არიან?
kotrovichi
13:06 14-01-2012
0

სიახლეები პოპულარული