"დილამ" "სიონს" მოუგო

AutoSharing Option
შაბათს გორის "დილამ" მოსამზადებელი ეტაპის პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა და "ამერის" სტადიონზე ბოლნისის "სიონს" 2:0 მოუგო.

"დილა": შეყრილაძე - ლომიძე, კაშია, ჭაავა, ახვლედიანი - ტაბატაძე, დეკანოიძე, მაისაშვილი, - ახალკაცი, ჯიქია, ჩაგელიშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: მერლანი - ბეჭვაია, ქარქუზაშვილი, ინწკირველი, მეგრელიშვილი - ხუბუა, ნ. ნოზაძე - მდივნიშვილი, ბურდული, ლექვთაძე - მეტრეველი.
"სიონი": ბობღიაშვილი - კობაური, სვანიძე, ქემოკლიძე, გველესიანი - კაციტაძე, რ. ონიანი, გ. ჩხეტიანი - ხიდეშელი, ლომია, ალავიძე.

გორელთა შემტევებმა რევაზ ჯიქიამ და დავით ჩაგელიშვილმა თავი პირველივე ტაიმში გამოიჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ
"დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ მეორე ტაიმში ძირითადი შემადგენლობა ათამაშა, ანგარიში აღარ შეცვლილა.

გორელებმა ნოდარ ნოზაძე ჯერ გაუშვეს, მერე ისევ დააბრუნეს და "სიონის" წინააღმდეგაც ითამაშა. ლადო ბურდულმა ოთხ დღეში იმდენი შეძლო, ხუთი კილო დაიკლო და ჩვეულ წონასა და ფორმას უახლოვდება. "დილაში" გამოჩნდა "დინამოდან" იჯარით გადასული შოთა კაშია - ის დაცვის ცენტრში დააყენეს, იმ პოზიციაზე, რომელზეც კარიერის დასაწყისში თამაშობდა.

კლუბი დატოვა ზუგდიდის "ბაიას" თავდამსხმელმა ირაკლი ეხვაიამ. 22 წლის ფეხბურთელს გორში გასინჯვას სთავაზობდნენ, ფოთის "კოლხეთი" და მარტვილის "მერანი" კი პირდაპირ კონტრაქტს და ჩვენს კვალობაზე საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას შეჰპირდნენ და მანაც წასვლა გადაწყვიტა.

გორელები კიდევ ელიან ფეხბურთელებს: მალე სამი აფრიკელი მოთამაშე ჩამოსდით, ნიგერიელი, კოტდივუარელი და კამერუნელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული