"სიონი" ხვიჩა ქასრაშვილმა ჩაიბარა

AutoSharing Option
გორის "დილასთან" საკონტროლო შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ბოლნისის "სიონს" ისევ ხვიჩა ქასრაშვილი ჩაიბარებს.

ქასრაშვილი "სიონში" ადრეც მუშაობდა, შემოდგომაზეც მიიწვიეს, მაგრამ გუნდი ისე დატოვა, შეხვედრაც არ ჩაუტარებია, რადგან საქმიანობის მეტ-ნაკლებად ასატანი პირობებიც არ ჰქონდა.

ახლა კი ქვემო ქართლის გუბერნიამ "სიონის" მიხედვა გადაწყვიტა, გუნდს უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ფინანსები გამოუყო და ბოლნისელებსაც შემადგენლობის გაძლიერების იმედი აქვთ.

მოსამზადებელ ეტაპზე "სიონში" გამოჩნდნენ ქუთაისის "ტორპედოდან" წასული რევაზ ქემოკლიძე, ფინეთიდან დაბრუნებული გიორგი ხიდეშელი და ფოთის "კოლხეთის" ყოფილი მეკარე მინდია ბობღიაშვილი, რომელიც ადრე საკმაო ხანს თამაშობდა ბოლნისში ასე
რომ, მისთვის "სიონი" უცხო კლუბი არ არის.

"სიონმა" ნახევარწლიანი იჯარით დაიმატა "ზესტაფონის" თავდამსხმელი საბა ლომიაც - ეს "სიონის" გენერალურმა დირექტორმა ნუგზარ ლომთაძემ გვითხრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული