ტურნირი 21 იანვარს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ თბილისის "დინამო 2" მეორე ტურის შეხვედრას 24 იანვარს ვერ ჩაატარებდა და ამიტომ მატჩი 14 იანვარს დაუნიშნეს.
გიორგი დევდარიანის შეგირდებისა და პირველლიგელი "ზოოვეტის" შეხვედრაში გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა. დებულების თანახმად, დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც დინამოელებმა იმარჯვეს - 4:3.
"დინამო 2": ლეგაშვილი, მანაგაძე (ტვილდიანი), გურეშიძე (გაგნიძე), ჩაფიძე (სანდოხაძე), კაკულია, სარიშვილი, მუმლაძე, ჯავახიშვილი (ლობჟანიძე), ნიკვაშვილი (რუხაძე), კაჭარავა (ზივზივაძე), ნემსაძე (ფოცხვერია).
ტურნირის მომდევნო შეხვედრები 21 იანვარს
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"