უფრო დაფასდა გიორგი ჭანტურიაც და 2 მილიონი ევროს ნაცვლად 2,5 მილიონს უწია. ამგვარად, "ვიტესის" ქართველმა ფორვარდმა მოსკოვის "სპარტაკის" შემტევ ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ქართველი მოთამაშის სტატუსი ჩამოართვა.
აღსანიშნავია გიორგი მაკარიძის "გაძვირებაც" - "ლე მანის" მეკარის ტრანსფერის მიახლოებით ღირებულებად 800 ათასი ევრო მიუთითეს.
1. გიორგი ჭანტურია 2 500 000
2. ჯანო ანანიძე 2 000 000
3. გიორგი მაკარიძე 800 000
4. ვალერი ყაზაიშვილი 600 000
5. ლევან ყენია 500 000
6-7.
ლევან მჭედლიძე 450 000
ნიკა კვეკვესკირი 450 000
8. თორნიკე ოქრიაშვილი 400 000
9-11.
სოლომონ კვერკველია 350 000
ლევან კაკუბავა 350 000
ჯაბა ჯიღაური 350 000
ახლა ეროვნულ ჩემპიონატზეც ვთქვათ: სულ რაღაც ორი წლის წინ საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ფეხბურთელებს მთლიანად 11 მილიონ ევროდ აფასებდნენ, ახლა კი ქართულ კლუბებში პირველად თბილისის "დინამოს" მოთამაშეთა ღირებულებამ 10 მილიონს გადააჭარბა, მისი ფეხბურთელების საშუალო ფასი 412 ათასამდე გაიზარდა.
მ.რ. ს.ა. ს.ღ. მ.ს.ფ.
დინამო 27 24.7 11 125 000 412 037
ზესტაფონი 30 25.0 7 725 000 257 500
მეტალურგი 20 26.4 3 750 000 187 500
ტორპედო 26 24.0 3 125000 120 192
ვიტ ჯორჯია 22 21.7 1 900 000 86 364
სპარტაკი 25 23.0 1 800 000 72 000
გაგრა 22 18.3 1 700 000 77 273
დილა 33 23.7 1 650 000 50 000
ბაია 19 22.3 1 275 000 67 105
მერანი 20 24.4 1 150 000 57 500
კოლხეთი 22 24.8 1 100 000 50 000
სიონი 20 24.3 675 000 33 750
მ.რ. - მოთამაშეთა რაოდენობა; ს.ა. - საშუალო ასაკი; ს. ღ. - საერთო ღირებულება; მ.ს.ფ. - მოთამაშეთა საშუალო ფასი
ცხადია, "დინამოს" "დაფასება" გუნდში გიორგი მერებაშვილისა და გოგიტა გოგუას ჩარიცხვის დამსახურებაა - პირველის ფასი 1,5 მილიონია, მეორისა კი - 2 მილიონი. ესპანელი ანდრეუ გერაუს ფასი მხოლოდ 400 ათასია.
1. გოგიტა გოგუა 2 000 000
2. გიორგი მერებაშვილი 1 500 000
3-4.
გიორგი ლორია,
ჩისკო 800 000
5. მიკელ ალვარო 750 000
6. როინ კვასხვაძე 700 000
7. ნიკა გელაშვილი 600 000
8. შოთა გრიგალაშვილი 550 000
9. ჯაბა დვალი 500 000
10-11.
გიორგი რეხვიაშვილი 450 000
ნიკამ კვეკვესკირი 450 000
საინტერესო უნდა იყოს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მონაწილე ნაკრებების მოთამაშეთა ჯამური მაჩვენებლის გაცნობაც.
ხორვატია 144 500 000
საბერძნეთი 63 150 000
ისრაელი 49 700 000
საქართველო 24 975 000
ლატვია 13 300 000
მალტა 3 775 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"