იგი ერთი წლის წინ ფინეთში წავიდა, უმაღლესი ლიგის "იაროში" ჩაირიცხა, მერე კპვ-ში იჯარით გაუშვეს, მაგრამ საბოლოოდ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა და სეზონისთვის მზადება ბოლნისის "სიონში" დაიწყო.
ხიდეშელის თქმით, "სიონთან" ურთიერთობა უკვე გაარკვია და კონტრაქტი ნახევარი წლით, ივნისამდე გააფორმა.
რატომ წამოვიდა 26 წლის შემტევი ფინეთიდან?
"თავიდან ვეიკაუსლიგის "იაროში" ვიყავი, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ვერ შევეწყვე. ფინელები ათლეტურ ფეხბურთს თამაშობენ, მათ სტილზე გა
"იაროსთან" კონტრაქტი 2013 წელს მიმთავრდებოდა, მაგრამ საბოლოოდ კონტრაქტის გაწყვეტაზე შევთანხმდით. მე თანხა არ მომითხოვია, გუნდს კი დარჩენა არ დაუძალებია.
ბოლნისელებთან უკვე შევთანხმდი. რადგან სხვა ვარიანტი არ მქონდა, "სიონში" თამაში ვამჯობინე. მოვემზადები და შევეცდები, ზაფხულში საუკეთესო ფორმაში ვიყო. მერე კი ვნახოთ", - ამბობს გიორგი.
მისი თქმით, ფინეთის ფეხებურთი ჩვენსას ბევრით არ უსწრებს:
"ვერ ვიტყვი, რომ საქართველოსთან შედარებით ბევრად მეტს ვიღებდი, სათამაშო დონეც არ არის განსაკუთრებული. ეგაა, რომ ინფრასტრუქტურით ახლოს ვერ მივალთ, ფიზიკური მოზადებითა და სათამაშო დისციპლინით კი ფინელები ჩვენს ფეხბურთელებს უდავოდ აღემატებიან. ეს არის მათი მთავარი ღირსება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"