"ვიტ ჯორჯიამ" მეკარე დაიმატა

AutoSharing Option
დღეს "ვიტ ჯორჯიას" ოფისში, კლუბსა და ფეხბურთელ ნიკა დაუშვილს შორის 3 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ამ ფეხბურთელის გადმოყვანა "ვიტ ჯორჯიაში" ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში იგეგმებოდა, მაგრამ მაშინ ეს ვერ მოხერხდა - ნიკა დაუშვილს ცხვინვალის "სპარტაკთან" კონტრაქტი აკავშირებდა და შეთანხმება ვერ შედგა.

ამჯერად კლუბები უპრობლემოდ შეთანხმდნენ.

ნიკა დაუშვილი 22 წლის პერსპექტიული მეკარეა, მისი სიმაღლე 198 სანტიმეტრია, ის თბილისის "ოლიმპიკის" აღზრდილია.

witgeorgia.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული