თბილისის "დინამომ" "ესპანიოლი" 2:0 დაამარცხა

AutoSharing Option
ესპანურ შეკრებაზე თბილისის "დინამომ" მეორე შეხვედრა "ესპანიოლის" დუბლიორებითა და 19-წლამდელებით დაკომპლექტებულ გუნდთან გამართა, ბარსელონელთა ძირითადი გუნდი კი გუშინვე ესპანეთის თასის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში "მირანდესს" ხვდებოდა.

მატჩი, რომელიც "ესპანიოლის" ბაზაზე გაიმართა, თავიდან თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. "დინამოს" ვებგვერდის ცნობით, მე-10 წუთზე ირაკლი ძარიამ სცადა მეტოქის კარის აღება, მე-13 და 25-ე წუთებზე - რობერტინიომ, მაგრამ სამივე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

"დინამომ" ანგარიში 29-ე წუთზე გახსნა: იაგუეს პასის შემდეგ რობერტინიომ მეკარეს შორეულ კუთხეში დაურტყა, ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ კი ბადეში აღმოჩნდა.

პირველი ნახევრის ბოლო
წუთებზე "ესპანიოლმა" სახიფათო შეტევა განახორციელა, კარში ფორტეტი ურტყამდა, მაგრამ ააცილა.

"დინამომ" ანგარიში 62-ე წუთზე გაზარდა: საჯარიმოში ჩისკომ მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა.

ბოლო წუთებზე "დინამომ" კონტრშეტევებზე ითამაშა - ტერიტორიული უპირატესობა ესპანელებისა კი იყო, მაგრამ მათ სახიფათო მომენტები ვერ შემქნეს და საბოლოოდ "დინამომ" 2:0 გაიმარჯვა.

დინამო-ესპანიოლი B 2:0

1:0 რობერტინიო (29), 2:0 ჩისკო (62).
"დინამო": ლორია - ოდიკაძე, ჰომოლა, კვეკვესკირი, ხმალაძე - ალვარო, გერაუ, ძარია - რობერტინიო, იაგუე, კოშკაძე
მეორე ტაიმში: ზარქუა - თომაშვილი, ჰომოლა (80. ჩივაძე), კვეკვესკირი (85. ჯიღაური), ლომიძე - ჩისკო, გერაუ (75. პაპავა), კოშკაძე (85. კახელიშვილი) - კოტო, მერებაშვილი, გურული
"ესპანიოლი": დინუ, აროიო, ექტორი, ზოუ, გაბი, კ. გომესი, ალფონსო, მირავენტი, ფორტეტი, ისმაელ ტრაორე, ლუკასი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგია რომ გავიმარჯვეთ, მაგრამ... სტატიაში რომ მიგეთითებინათ არ იქნებოდა ურიგო, რომ: ესპანიოლის ამ შემადგენლობაში ძირითადი 22-დან არცერთი მოთამაშე არ იყო, ესპანიოლ ბ-დან მხოლოდ 2 კაცი, ძირითადად 19-წლამდელები თამაშობდნენ და მგონი 17-მდელებიც ერია...
murguli
22:22 17-01-2012
0
კაია მარა ზედმეტად მეორე გუნდს ვეთამაშეთ:))
0

სიახლეები პოპულარული