ჩისკო მუნიოსი: "დინამომ" წინ ერთი ნაბიჯი გადადგა

AutoSharing Option
ესპანურ შეკრებაზე მყოფმა "დინამომ" მეორე ამხანაგური შეხვედრა "ესპანიოლთან" გამართა და 2:0 გაიმარჯვა. ჩვენებურთაგან თავი ბრაზილიელმა რობერტინიომ და ესპანელმა ჩისკო მუნიოსმა გამოიჩინეს.

ამ უკანასკნელმა მატჩის დასრულების შემდეგ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის კომენტარი გააკეთა.

ჩისკო:"ვფიქრობ თამაშით კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ. ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ, რათა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. ძალიან კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ, ისინი გუნდთან შეწყობას მალე შეძლებენ და აუცილებლად გაგვაძლიერებენ.

დღევანდელ მეტოქეს რაც შეეხება, გუნდში "ესპანიოლის" ის ფეხბურთელები თამაშობდნენ, რომლებიც ცდილობენ პირველ გუნდში მოხვედრას და წარმატებულნი არიან საკუთარ კატეგორიაში.

რაც შეეხება შეკრებას, საკმაოდ კარგი
შეკრებაა, თავს კომფორტულად ვგრძნობ და მალაგაში უფრო შეკრული გუნდი ვიქნებით. ჩვენი საბოლოო მიზანია ჩემპიონატის სტარტს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ. ვიმედოვნებ ნელ-ნელა მივაღწევთ მიზანს".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული