ფოთის "კოლხეთი" ფეხბურთელებს რუსეთიდან და ბელორუსიიდან იმატებს

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთში" ახალი ფეხბურთელები ვარჯიშობენ. ინფორმაცია მენეჯერმა ჯანო ხონელიძემ მოგვაწოდა.

"მოსკოვის "დინამოს" ასაკობრივ გუნდში 17 წლის თავდამსხმელი დავით ხუბუტია თამაშობდა. მისით დავინტერესდით და აღმოჩნდა, რომ ტანმაღალიც არის და შედეგიანიც, ახლახანს მოსკოვის "სპარტაკის" ასაკობრივ გუნდთან ითამაშა და დუბლი შეასრულა.

მაგრამ ლეგიონერებზე ლიმიტის გამკაცრების შემდეგ რუსეთის მოქალაქეობის არმქონე მოთამაშეებს, ვისაც 18 წელი არ შესრულებია, შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ. არადა, "დინამოს" მწვრთნელს უნდა, რომ ხუბუტიამ ითამაშოს. ამიტომაც დათანხმდა დათოს "კოლხეთში" გამოშვებაზე", - გვითხრა ხონელიძემ.

მანვე გვაცნობა, რომ "კოლხეთში" ბრესტის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი ზაზა ჭელიძეც
ვარჯიშობს:

"დიდი ხანია, ზაზას ბელარუსიიდან წამოსვლა სურდა, რადგან "დინამოს" ფინანსური პრობლემები აქვს და ხელფას-პრემიებს დროულად ვეღარ იხდიან.

როგორც იქნა, ბრესტელები კონტრაქტის გაწყვეტაზე დავითანხმეთ და ზაზა უკვე ფოთში ვარჯიშობს, თუმცა რუსეთისა და ყაზახეთის კლუბების წინადადებებსაც ელის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული