გორის "დილა" "გაგრასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ამხანაგური მატჩი. "ამერის" სტადიონი
დილა-გაგრა 0:2
0:1 ჭკუასელი (36), 0:2 ბაგაშვილი (63)
"დილა" პირველ ტაიმში: შეყრილაძე - ლომიძე, ჭაავა, ახვლედიანი, ვ. ხორგუაშვილი - ჯოჯუა, ბურდული - სადაღაშვილი, პ. ხორგუაშვილი მდივნიშვილი - დეკანოიძე
მეორე ტაიმში: მერლანი - კაშია, ქარქუზაშვილი, ინწკირველი, მეგრელიშვილი -ჯოჯუა, ხუბუა - ბეჭვაია, ჯიქია, ჩაგელიშვილი - ახალკაცი.
"გაგრა" პირველ ტაიმში: მაღრაძე - ხუციძე, ტყეშელაშვილი, კალანდაძე, ჯგერენაია - ყურულაშვილი, ზვიადაძე - ჯალიაშვილი, ჭკუასელი, ნ. ჯიშკარიანი - ჯერემია.
მეორე ტაიმში: ბეგაშვილი - ფალავანდიშვილი, ჩადუნელი, კალანდაძე, ხუჯაშვილი - ყურულაშვილი, ბაგაშვილი - თ.
ჯიშკარიანი, სეთურიძე, კობერიძე - კვანტალიანი.

მოსამზადებელ ეტაპზე მესამე საკონტროლო შეხვედრა გამართა გორის "დილამ". თემურ მახარაძის გუნდმა მეტოქეს, ამჯერად "გაგრას", კვლავ "ამერის" სტადიონზე უმასპინძლა.

ანგარიში პირველ ტაიმში გაგრელმა ნიკა ჭკუასელმა გახსნა - მისი დარტყმული ბურთი მეკარემ თითქოს მოიხელთა, მაგრამ ვეღარ შეიმაგრა და კარში გავიდა.

გორელთა კარში მეორე გოლი 63-ე წუთზე გავიდა: ჯუბა ხოჯაშვილის პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ავთანდილ ბაგაშვილმა შანსი არ დაკარგა.

საბოლოოდ, "გაგრამ" 2:0 გაიმარჯვა, თუმცა საგოლე მომენტები "დილასაც" ჰქონდა და თავდამსხმელები უფრო ზუსტნი რომ ყოფილიყვნენ, შეხვედრის ფრედ დასრულებაც შეეძლოთ. ასე თუ ისე, "დილამ" მოსამზადებელ ეტაპზე პირველი მარცხი იწვნია.

"დილაში" არ უთამაშია "დინამოდან" იჯარით წასულ ირაკლი ლექვთაძეს. ინდივიდუალურად ივარჯიშეს გოჩა ხოჯავამ, კახა ალადაშვილმა და გიორგი ილურიძემ - ისინი მოედანზე არც გასულან, რადგან სამივე გათავისუფლების ფურცელს ელის, მანამდე კი გუნდთან ვარჯიშის უფლება არ აქვთ. თუმცა ილურიძემ გვითხრა, რომ "ანჟი" იჯარით გაშვებაზე დასთანხმდა. საკითხის მოგვარების იმედი აქვს ალადაშვილსაც, ხოჯავას ჩარიცხვა კი მალე გადაწყდება.

გოჩამ გვითხრა, რომ ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგასთან" სასამართლო დავას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ მოიგებს, თუ ქვეყანა გადატრიალდება.

გორელები ოთხ განელსაც ელიან - ორ მცველს, ნახევარმცველსა და თავდამსხმელს. "დილას" ლენქორანის "ხაზარის" ყოფილი ნახევარმცველის, ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები დავით იმედაშვილის დამატებაც სურთ, თუმცა დიდი ხანია, დათო ტრავმის გამო მოედანს არ გაჰკარებია, ახლა თურქეთშია და რეაბილიტაციის ეტაპს ასრულებს.

"დილა" ანთალიურ შეკრებაზე 24 იანვარს გაემგზავრება. გუნდს შეკრების მოწყობაში ეხმარება მენეჯერი გიორგი ნიკურაძე, რომლის თქმითაც, უკვე დადგინდა სპარინგთა გრაფიკი: 27 იანვარი - იაროსლავლის "შინიკი", 30 - რუმინული "გაზ-მეთანი", 2 თებერვალი - რუმინულივე "პეტროლული". ბოლო შეხვედრას "დილა" საქართველოში გამოგზავრების წინა დღეს, 5 თებერვალს ბელარუსის "ბატესთან" გამართავს.

მომდევნო "საშინაო" სპარინგს "დილა" 20 იანვარს "მეტალურგთან" რუსთავში გამართავს.

ბოლოს ერთი სიახლეც: "დილა" საგაზაფხულო ეტაპზე გერმანული კომპანია "იაკოს" ფორმებით შეიმოსება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მანჩხავა აიკვანეთ დილას ხელმდზგვანელებო
givi
22:23 19-01-2012
0
მანჩხავაც დაიმათეთ
givi
22:18 19-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული