0:1 ჭანკოტაძე (19), 0:2 ხურციძე (24), 1:2 ჭკუასელი (39), 2:2 ჭკუასელი (42), 2:3 გ. ოქროპირიძე (79), 3:3 კვანტალიანი (87).
გაგრა პირველ ტაიმში: ბეგაშვილი, ხუციძე, ტყეშელაშვილი, კალანდაძე, ჯგერენაია, ნ. ჯიშკარიანი, ყურულაშვილი, ზვიადაძე, ჯერემია, ჯალიაშვილი, ჭკუასელი.
შეცვლაზე შევიდნენ: მაღრაძე, კობერიძე, კიკნაველიძე, კვანტალიანი, სეთურიძე, ხოჯაშვილი, ფალავანდიშვილი, ნადირაძე, ჩადუნელი.
სიონი პირველ ტაიმში: ბობღიაშვილი, ლ. ჩხეტიანი, სვანიძე, გ. ოქროპირიძე, გველესიანი, ონიანი, ბოლქვაძე, მეტრეველი, ჭანკოტაძე, ხურციძე, უგულავა
შეცვლაზე შევიდნენ: ლობჟანიძე, თარგამაძე, ისიანი, გაბრიჭიძე, ლომია. Dათუნაშვილი
გუშინ ნაძალადევში, "ნორჩი დინამოს" სტადიონზე (ყოფილი "შრომითი რეზერვები") "გაგრამ" საკონტროლო
თავიდან იმას ვიტყვით, რომ "სიონში" ბევრი ახალწვეულია: "ზესტაფონიდან" იჯარით დაიმატეს საბა ლომია და გიორგი ჭანკოტაძე, ცხინვალის "სპარტაკიდან" წასული თავდამსხმელი ზვიად მეტრეველი ჯერ გორის "დილაში" ვარჯიშობდა, მაგრამ არ დაიტოვეს და ახლა "სიონში" ცდილობს დამკვიდრებას; ბოლნისში ითამაშებს ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი პლეიმეიკერი დავით ბოლქვაძე, ფინეთიდან დაბრუნებულ გიორგი ხიდაშელზე, როინ ონიანსა და "დილაში" ნათამაშებ ოლეგ გველესიანზე კი უკვე ვწერდით.
ხვიჩა ქასრაშვილი "სიონის" მთავარ მწვრთნელად ახლახან დაინიშნა და უნდა ითქვას, რომ მისმა გუნდმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ორივე გუნდმა ძირითადი შემადგენლობით დაიწყო თამაში და მატჩიც საკმაოდ საინტერესოდ და დრამატულად წარიმართა. "გაგრა" 25-ე წუთისთვის უკვე 0:2-ს აგებდა. მე-19 წუთზე ჭანკოტაძე ორ მცველს ეფექტურად გასცდა და ანგარიში ლამაზი გოლით გახსნა, ხუთ წუთში კი ზურაბ ხურციძემ იმარჯვა.
ბოლნისელებს გატანა კიდევ შეეძლო: დავით ბოლქვაძემ ორჯერ ძელს მოარტყა ბურთი.
ოპბურთიანმა ჩამორჩენამ ზვიად ჯელაძის გაწვრთნილები გამოაფხიზლა, უფრო გააზრებული, კომბინაციური თამაში დაიწყეს და ბოლნისელთა კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს. გამოირჩეოდა ახალგაზრდა ნიკა ჭკუასელი, რომელმაც თამაში დაალაგა, ზუსტი გადაცემებით გაგრელების შეტევებს წარმართავდა და, რაც მთავარია,
დუბლიც შეასრულა. გამოსარჩევია მისი მეორე გოლი, რომელმაც შორეული დარტყმით გაიტანა.
მეორე ნახევარში ორივე გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა. ბოლნისელები ერთხელაც დაწინაურდნენ: კუთხურის ჩაწოდებისას "გაგრას" მცველები ვითარებაში ვერ გაერკვნენ და გიორგი ოქროპირიძემ ახლო მანძილიდან თავური გაიტანა - 2:3.
მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი დასწრებაზე კარგად ითამაშა შალვა კვნტალიანმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:3.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"