გიორგი ლორია: პრაქტიკულად გუნდის ხელახალი ფორმირება ხდება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მეკარემ გიორგი ლორიამ გუნდში არსებულ სიტუაციასა და ესპანურ შეკრებაზე ისაუბრა. ფეხბურთელის თქმით, გუნდში ისეთი კონკურენციაა, რომ სასტარტო შემადგენლობის შერჩევა რთულია.

გიორგი ლორია: "პრაქტიკულად გუნდის ხელახალი ფორმირება ხდება. შეთამაშების პროცესში ვართ. გუნდში ისეთი კონკურენციაა, რთულია სასტარტო შემადგენლობის შერჩევა. წინ ძალიან საინტერესო ტურნირი გველის. მომავალი შეხვედრები დაეხმარება მთავარ მწვრთნელს გუნდის ძირითადი ბირთვის შერჩევაში.

თითქმის 10 დღეა აქა ვართ და ბუნებრივია მონატრების გრძნობაც ჩნდება - პირველ რიგში ოჯახი, მეგობრები. ოთახში ჩვენს კაპიტანთან ერთად ვცხოვრობ. მის გვერდით ყოფნა ერთი სიამოვნებაა. თავისუფალ დროს
აიპადით ვერთობი. კოშკამ ჯარიმების დარტყმებში რეკორდი მოხსნა, რომლის განმეორებაც ჩვენმა ახალწვეულმა სანდრო გურულმა შეძლო.

დარწმუნებული ვარ ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გაცილებით უკეთესად ვითამაშებთ და ჩემპიონობის შანსიც რასაკვირველია გვაქვს. ბარსელონას ყველანი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ვტოვებთ. საგრადა ფამილია, ლა რამბლა და ბევრი სხვა. "ბარსელონა" და "კამპ ნოუ" ძალიან მაგარია. არაჩვეულევრივი გარემო იყო - ნამდვილი საფეხბურთო დღესასწაული".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
როდის ეღირსება დინამო ნოუ კამპზე ბარსელონასთან თამაშს? მანამდე ვიოცნებოთ...
უძლევი
03:07 23-01-2012
0
მაგარი ხარ გიო!!!
TaroSochi
16:32 22-01-2012
0

სიახლეები პოპულარული