გოლები: 0:1 ზაქრაძე (3), 0:2 ვასაძე (44), 0:3 ჩიმაკაძე (58)
"ვიტ ჯორჯია": ძაძამია (46. რეჭია), - ხურცილავა (71. გეთიაშვილი), ადამაძე (81. კალანდია), კასრაძე, ღანიაშვილი (76. ჯავაშვილი), - გურამ გურეშიძე (84. ლობჟანიძე), ვასაძე (46. დავლაშელიძე), - კორიფაძე (65. ჯოლოხავა), გიორგი გურეშიძე (46. ჯაყელი), ზაქრაძე (56. ჯუღელი), - ჩიმაკაძე (61. კუხალეიშვილი).
ეს შეხვედრა 21 იანვარს "ბენდელას თასის" ეგიდით ჩატარდა "ავაზას" სპორტკომპლექსში. გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ ძირითადი შემადგენლობა არ გამოიყვანა, რადგან გორელები წინა დღეს რუსთავში "მეტალურგს" შეხვდნენ.
"ვიტ ჯორჯიას" პრესსამსახურის ცნობით, თამაში ვეტერინართა უპირატესობით მიმდინარეობდა. უკვე მე-3 წუთზე ბექა ზაქრაძემ თავური დარტყმით გახსნა ანგარიში.
44-ე წუთზე გიორგი ვასაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში ბესიკ ჩიმაკაძემ მესამეც გაიტანა და შეხვედრაც ასე დასრულდა - 3:0. 88-ე წუთზე გიგა ჯუღელს ანგარიშის გაზრდაც შეეძლო, მაგრამ მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ვერ გამოიყენა - ბურთი მეკარემ მოიგერია.
ვინაიდან მატჩი "ბენდელას თასის" ეგიდით ჩატარდა, ტურნირის რეგლამენტით, "ვიტ ჯორჯიამ" 4 ქულა მოიპოვა, რადგან მეტოქე 3 ბურთის სხვაობით დაამარცხა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"