მამუკა ჯუღელს გორის "დილაში" ევროპის ჩემპიონიც მოჰყავს

AutoSharing Option
გორის "დილა" მოსამზადებლად თურქეთში მიემგზავრება. თემურ მახარაძემ ანთალიაში შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანა:

მეკარეები:
მირზა მერლანი, ბექა შეყრილაძე
მცველები: კახა ალადაშვილი, ილია ლომიძე, გიორგი ქარქუზაშვილი, შოთა კაშია, გიორგი ახვდელიანი, დავით მეგრელიშვილი, ვალტერ ხორგუაშვილი.
ნახევარმცველები: გიგა ბეჭვაია, ირაკლი ლექვთაძე, ნოდარ ნოზაძე, ლადო ჯოჯუა, რომან ახალკაცი, გიორგი ხუბუა, რეზო ჯიქია, ნიკა სადაღაშვილი, ბესიკ დეკანოიძე, გოჩა ხოჯავა, ლევან მდივნიშვილი.
თავდამსხმელები: რეზო ბარაბაძე, გიორგი ილურიძე, დავით ჩაგელიშვილი.

თურქეთში არ მიემგზავრება ოთხი აფრიკელი მოთამაშე, რომლებიც "დილაში" ისინჯებოდნენ - მახარაძემ ოთხივეს წითელი ხაზი გადაუსვა. გუნდში აღარ არიან გიორგი
ჭაავა
და ლადო ბურდული, რომლებიც გორში ემზადებოდნენ.

ტრავმის გამო შეკრებას დააკლდებიან ცენტრალური მცველი ლექსო ინწკირველი და ნახევარმცველები, რომან გოგინაშვილი და პავლე ხორგაშვილი. გაურკვეველია "ვოლგას" მცველ ლაშა სალუქვაძის ამბავიც, რომლის დავას ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგასთან" დღეს, 23 იანვარს რუსეთის საფეხბურთო კავშირი განიხილავს. ქართველ მცველს კონტრაქტის გაწყვეტის იმედი აქვს, ისევე, როგორც გოგიტა გოგუას და გოჩა ხოჯავას. თუ ყველაფერი ლაშას სასარგებლოდ გადაწყდა, შესაძლოა, "დილას" თურქეთში შეუერთდეს.

"დილას" მალე ოფიციალურად დაემატება ხოჯავა და 26 წლის შემტევი ნახევარმცველი გუნდს ანთალიაში გაჰყვება. კახა ალადაშვილი კი უკვე გუნდის წევრია - მიუხედავად იმისა, რომ მას "ზესტაფონთან" კონტრაქტი ჰქონდა, გუნდის პრეზიდენტმა ილია კოკაიამ ფეხბურთელის სურვილი გაითვალისწინა, კეთილი ნება გამოავლინა და კახას კონტრაქტი გაუწყვიტა. მასთან გორელებმა ნახევარწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს.

გუნდს შეუერთდა საქართველოს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში ნათამაშები რევაზ ბარაბაძე - 23 წლის თავდამსხმელი თურქეთში ფორმის აღდგენასა და "დილას" ძირითადში მოხვედრას შეეცდება.

ბოლოს კი ყველაზე საინტერესო ამბავი: მამუკა ჯუღელს, რომელიც "დილას" გენერალურ დირექტორად დაინიშნა, კიევის "დინამო 2"-იდან 19-წლამდელებში ევროპის ჩემპიონის თემურ ფარცვანიას ჩამოყვანა სურს.

თუმცა ეს ჯერ სურვილია და ძნელი სათქმელია, მოხერხდება თუ არა უკრაინელებისა და თავად პერსპექტიული მოთამაშის დათანხმება.

გარდა ამისა, გორელებს სთავაზობდნენ "სტიაუასა" და რუმინეთის ნაკრების ფეხბურთელს ნიკოლაუ დიკას და მაკედონიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრს ილია სტეფანოვსკის, რომელიც ბოლოს დროს ჩეხეთში თამაშობდა, მაგრამ გორელებმა მათ ჩამოყვანაზე უარი თქვეს. .

დღეს "დილა" სამედიცინო შემოწმებას გაივლის, 24 იანვარს, გამთენიისას კი გუნდი თურქეთში გაემგზავრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული