ასე მაგალითად, ცხინვალის "სპარტაკი" 18 იანვარს ურეკში გაემგზავრა, მაგრამ ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი სწორედ დიდთოვლობის გამო ორი დღის მერე უკან გამობრუნდა და მეორე ეტაპისთვის მზადებას საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ახალ სტადიონზე "ბენდელაზე" გააგრძელებს;
შეგახსენებეთ, რომ პირველი ეტაპის შემდეგ "სპარტაკში" სერიოზული ცვლილებები მოხდა: სხვადასხვა გუნდებში გააგრძელებენ კარიერას რევაზ ჯიქია, ზვიად მეტრეველი, კობა შალამბერიძე, ბესიკ დეკანოიძე, ბოიომო ფრიდოლინი, გიორგი ციმაკურიძე, გაგა თიბილაშვილი; ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ,
დღესდღეობით კი "სპარტაკში" რამდენიმე პოტენციურ ახალწვეულს აკვირდებიან: სერგი ორბელაძეს, ლევან ჭაფოძეს, გუგა მიქაძეს, გიორგი გველესიანსა და თორნიკე ლოლაძეს. ამათგან, ყველაზე გამოცდილი 29 წლის სერგი ორბელაძეა, საქართველოში რამდენიმე გუნდში ("ლოკომოტივი", "დინამო", "სიონი", "მეტალურგი") რომ უთამაშია.
არანაკლებ გამოცდილია "სპარტაკის" კიდევ ერთი პოტენციური ახალწვეული: 32 წლის ლევან მელქაძემ გარკვეული პაუზის მერე კვლავ გადაწყვიტა აქტიური კარიერის გაგრძელება. 2004-05 წლების სეზონში მელქაძე საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა და საუკეთესო ბომბარდირიც (31 მატჩში 27 გოლი გაიტანა). იმ პერიოდში მელქაძე თბილისის "დინამოში" ასპარეზობდა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
"დინამოს" გარდა მელქაძეს სხვადასხვა დროს უთამაშია: თბილისის თსუ-ში, "თბილისში", "ვიტ ჯორჯიაში", "ზესტაფონსა" და "სიონში". ბომბარდირული თვისებებით დაჯილდოებულ ფეხბურთელს უცხოური კარიერა სამწუხაროდ ვერ აეწყო: ლევან მელქაძე იტალიურ "სიენაში", ნორვეგიულ "ვალერენგასა" და ყაზახურ "შახტიორში" ასპარეზობდა. 2001-04 წლებში ლევან მელქაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 5 მატჩი ჩაატარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"