"ზესტაფონმა" ახალწვეულები ოფიციალურად წარადგინა

AutoSharing Option
2012 წლის 27 იანვარს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" მიემგზავრება ესპანეთის სამეფოს ქალაქ ესტეპონაში, სადაც 27 იანვრიდან 10 თებერვლამდე სეზონის განახლებისათვის მზადების მეორე მოსამზადებელი ეტაპი გაიმართება.

დღეს, 23 იანვარს, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში კლუბ "ზესტაფონმა" ესპანური ვოიაჟისწინა პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზეც გუნდის სამომავლო გეგმებზე საუბართან ერთად, ფართო საზოდოებრიობას წარედგინა "ზესტაფონის" რამდენიმე ახალწვეული.

ფეხბურთელებს პერსონალური ნომრები მიენიჭათ და კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა მათ საპატიო ვითარებაში გუნდის მაისურები გადასცა.

პრესკონფერენციის დასაწყისში ზესტაფონელთა დამრიგებელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა სეზონის განახლებისათვის მზადების პირველ მოსამზადებელ ეტაპზე ისაუბრა,
რომელიც ხვალ მარტვილის "მერანთან" მატჩით სრულდება.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო პირენეულ შეკრებასა და იქ დაგეგმილ სპარინგ-მატჩებს: ფაქტიურად გადაწყვეტილია, რომ 31 იანვარს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" დნეპროპეტროვსკის "დნიპროსთან" ითამაშებს, ხოლო "მარბელიას" თასის გათამაშების პირველ შეხვედრაში, რომელიც 3 თებერვალსაა დანიშნული, ჩინურ "გუანჯოუს" დაუპირისპირდება.

უნდა ითქვას, რომ კლუბის პირველ გუნდთან ერთად იმყოფებიან და მასთან ერთად მიემგზავრებიან ესპანურ შეკრებაზე "ზესტაფონი-2"- ს ფეხბურთელები თორნიკე გრიგალაშვილი და მალხაზ გაგოშიძე (ორივემ კლუბთან ახალი 5-წლიანი შრომითი ხელშეკრულებები გააფორმა).

ხოლო ამავე გუნდის წევრები საბა ლომია, გიორგი ჭანკოტაძე, მიშო სარდალიშვილი და ნოდარ კიკნაველიძე მიმდინარე სეზონის ბოლომდე უმაღლესი ლიგის ბინადარ სხვა კლუბებში იასპარეზებენ.

სულ ესპანეთში შემდეგი 25 ფეხბურთელი გაემგზავრება:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე, კახაბერ მეშველიანი
მცველები: თეიმურაზ ღონღაძე, ზაალ ელიავა, ედიკ საჯაია, გიორგი ონიანი, გიორგი ხიდეშელი, ალექსი ბენაშვილი, მამუკა კობახიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე
ნახევარმცველები: თორნიკე აფციაური, თორნიკე გორგიაშვილი, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი, ლევან შარიქაძე, გოგა ბერაია, გურამ სამუშია, დავით რაჟამაშვილი
თავდამსხმელები: ჯაბა დვალი, რატი წინამძღვრიშვილი, აბაიომი ოვონიკოკო, დავით მუჯირი.

გუნდი მალაგაში, სტამბულის გავლით, 27 იანვარს დილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრება.

fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ბიჭებოო. ძალიან მაგრები ხართ
gigi
20:23 23-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული