ქუთაისის "ტორპედომ" ვახტანგ კვარაცხელიასთან კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა

AutoSharing Option
23 წლის ქუთაისელმა ფეხბურთელმა, ვახტანგ კვარაცხელიამ "ტორპედოსთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რის მიხედვით ის გუნდში 2015 წლამდე დარჩება. 

21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრი ქუთაისურ გუნდს ანტალიაში ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო ვერ გაჰყვა. კვარაცხელია "ტორპედოს" უმაღლეს ლიგაში რვაგუნდიანი პირველობის ეტაპის დაწყებამდე ვერ დაეხმარება.

რასაკვირველია, "ტორპედოს" ხელმძღვანელების ფეხბურთელისადმი დამოკიდებულება, ამ უიღბლო შემთხვევის გამო არ შეცვლილა და ფორვარდს სრული ნდობა აქვს გამოცხადებული.

კლუბის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ვახტანგ კვარაცხელია მოსალოდნელზე ადრე აღიდგენს ფორმას და წარმატებულად გააგრძელებს ასპარეზობას.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული