"გაგრა" ანთალიაში გაემგზავრა

AutoSharing Option
გუშინ "გაგრა" ანთალიაში გაემგზავრა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, გუნდი ჯერ ტრაბზონში ჩავა, იქიდან კი ანთალიაში გადაფრინდება.

"გაგრა" თურქეთში ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავს: 28 იანვარს ზაგლებიეს "გურნიკს" შეხვდება, 30 იანვარს - "ირტიშს", 3 თებერვალს - ყარაღანდის "შახტიორს", თბილისში გამომგზავრების წინა დღეს, 6 თებერვალს კი კვლავ პოლონურ გუნდს, "ბიტოვიას" დაუპირისპირდება.

მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ ანთალიაში შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანა:

მეკარეები: გიორგი ბეგაშვილი, ილია მაღრაძე;
მცველები: გიორგი ტყეშელაშვილი, ირაკლი ხუციძე, ლაშა კალანდაძე, ნიკა ნარმანია, გიორგი ჯგერენაია, გუგა ფალავანდიშვილი;
ნახევარმცველები: ნიკოლოზ ჯიშკარიანი, გიორგი ყურულაშვილი, გიორგი ზვიადაძე,
ნიკა ჭკუასელი, მიშიკო სარდალიშვილი, ჯემალ ჯალიაშვილი, ნუგზარ ხოჯაშვილი, ნოდარ კიკნაველიძე, თამაზ ჯიშკარიანი, გიორგი ერისთავი, ზაზა ნადირაძე, ლევან სეთურიძე, დავით დეკანოიძე;
თავდამსხმელები: ლევან ყიფიანი, შალვა კვანტალიანი, გიორგი როსტიაშვილი, ჯონ ჯერემია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული