"გაგრა" თურქეთში ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავს: 28 იანვარს ზაგლებიეს "გურნიკს" შეხვდება, 30 იანვარს - "ირტიშს", 3 თებერვალს - ყარაღანდის "შახტიორს", თბილისში გამომგზავრების წინა დღეს, 6 თებერვალს კი კვლავ პოლონურ გუნდს, "ბიტოვიას" დაუპირისპირდება.
მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ ანთალიაში შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანა:
მეკარეები: გიორგი ბეგაშვილი, ილია მაღრაძე;
მცველები: გიორგი ტყეშელაშვილი, ირაკლი ხუციძე, ლაშა კალანდაძე, ნიკა ნარმანია, გიორგი ჯგერენაია, გუგა ფალავანდიშვილი;
ნახევარმცველები: ნიკოლოზ ჯიშკარიანი, გიორგი ყურულაშვილი, გიორგი ზვიადაძე,
თავდამსხმელები: ლევან ყიფიანი, შალვა კვანტალიანი, გიორგი როსტიაშვილი, ჯონ ჯერემია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"