მაშინ ეგონა, რომ საკითხი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ყველაფერი გაცილებით რთულად ყოფილა.
"ვიცოდი, რომ ქუთაისის "ტორპედო" მიშვებდა. გია გეგუჩაძემ მითხრა, ხელს არ შეგიშლით, ახალი გუნდის მოძებნაში დაგეხმარებით და შენითაც სცადეო. ამიტომაც ჩავედი უზბეკეთში, გუნდს ყველაფერზე მოველაპარაკე და კონტრაქტზე შევთახმდით.
ისიც გადაწყდა, რომ "შურტანთან" ერთად დუბაიში მოვემზადებოდი და წასასვლელად ვემზადებოდი. მაგრამ ბოლო მომენტში ქუთაისის "ტორპედომ" გათავისუფლების ფურცელი არ მომცა.
როდესაც
მისი თქმით, სხვა წინადადებებიც აქვს, მაგრამ ახლა მთავარი ისაა, რას იტყვის "ტორპედო":
"სხვა შემოთავაზებები ქართული გუნდებისგან მივიღე. ახლა ვარკვევ, როგორ წავალ კლუბიდან, უფასოდ თუ იჯარის თანხას მოითხოვენ - ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. წამოსვლის მიუხედავად, "ტორპედოს" ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და არა მგონია, ხელი შემიშალონ. თუმცა ჯერ გაურკვევლობაში ვარ და პასუხს ველი".
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩიკვილაძის ნათესავი, "შურტანის" ყოფილი მეკარე მიხეილ ალავიძე გუნდიდან იმიტომ წამოვიდა, რომ უზბეკეთის ჩემპიონატში ლეგიონერი მეკარეების თამაში აკრძალეს და 24 წლის კიპერი თამაშგარეთ დარჩა.
თუმცა ალავიძე უგუნდოდ დიდხანს არ დარჩენილა და ორიოდე დღის წინ ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა. აჭარელები ამჟამად პირველი ლიგის "ა" ზონაში ლიდერობენ, უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ ტურნირში მონაწილეობა გარანტირებული აქვთ და ძლიერდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"