ჯაბა ჯიღაური: "კრაკოვიასთან" იმიტომაც წავაგეთ, რომ ღამე არ გვძინებია

AutoSharing Option
მარბელაში გამართული პირველი მატჩის შემდეგ, სადაც თბილისის "დინამო" პოლონურ "კრაკოვიასთან" 2:3 დამარცხდა გუნდის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჯაბა ჯიღაურმა გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდს კომენტარი მისცა. 

ჯაბა ჯიღაური: თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ღამე არ გვძინებია და მძიმე მგზავრობა გვქონდა, ნებისმიერ გუნდთან გაგვიჭირდებოდა თამაში.

მეორე ტაიმში გამოვასწორეთ მდგომარეობა, მაგრამ სამწუხაროდ მაინც დავმარცხდით. დასანანია, ყველანი შეწუხებულნი ვართ მარცხით. ყურების ჩამოყრა არ ღირს, წინ ორი თამაშია და აუცილებლად ვეცდებით გამარჯვებას.

ნახევარი შეკრება გავიდა. საწვრთნელი პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ყველა ჩართულია სამუშაო პროცესში და
ჩემპიონატისთვის ვემზადებით. ძალიან ძლიერი ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ, ისეთები, რომლებიც გვჭირდებოდნენ. გუნდში დიდი კონკურენციაა და ყველანი ძალიან მონდომებულები ვართ".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდით ბიჭებო
robo
18:05 24-01-2012
0
ამ ქართველ ფეხბურთელებს ხომ მიზეზები აგარ ელევათ ეტკობა ქარი და წვიმა არ იყო და ეხა ახალი რაგაც მოიგონეს წაგების მიზეზად,მერე თუ ესე იყო წინა დღით ჩასულიყავით თქვენც ეხლა გადატვირთული გრაფიკი არ ჰქონოდათ რა..
negredo
18:30 24-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული