მამუკა ლომიძე: საკუთარი გამოსვლით უკმაყოფილო ვარ

AutoSharing Option
ესპანეთში შეკრებაზე მყოფი თბილისის "დინამო" მარბელაში იმყოფება და Football Impact Cup 2012-ის გათამაშებაში განაგრძობს აპარეზობას.

შეგახსენებთ, რომ ტურნირში პირველი მატჩი დინამოელებმა პოლონურ "კრაკოვიასთან" გამართეს და 2:3 დამარცხდნენ.

მეორე შეხვედრას "დინამო" თბილისის დროით 21:30 საათზე ნორვეგიულ "სტრომსგოდსეტთან" ჩაატარებს. "კრაკოვიასთან" მარცხის შესახებ გუნდის მცველებმა ირჟი ჰომოლამ და მამუკა ლომიძემ ისაუბრეს.

ირჟი ჰომოლა:"მარბელაში პოლონელებთან, პირველი ტაიმი ვერ ვითამაშეთ, პირველად მოგვიწია ასეთი შემადგენლობით თამაში, ცოტა მგზავრობითაც გადაღლილები ვიყავით და დაცვაშიც რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით. მეორე ნახევარში ტაქტიკა მთლიანად შევცვალეთ, შეტევაშიც კარგად ვმოქმედებდით.

ამ ზამთარს
კვალიფიციური ფეხბურთელები დაგვემატნენ და კონკურენციამაც იმატა. ჩემპიონატში ჩავარდნების გარეშე თუ შევძელით გამოსვლა და ქულების ფანტვას დავასრულებთ, შეუძლებელი არაფერია და ჩემპიონობაც მიღწევადი მიზანია".

მამუკა ლომიძე: "ალბათ ინტერნეტის საშუალებით ყველა მსურველს შეეძლო "კრაკოვიასთან" მატჩისთვის თვალი ედევნებინა. კიდევ კარგი, რომ ჩემებმა მხოლოდ მეორე ტაიმი ნახეს. ჩემი ფეხბურთელი ცოლისძმაც შემეხმიანა სლოვაკეთიდან, დიდად კმაყოფილი ვერ იყო ჩემი თამაშით.

პირველი ტაიმი ძალიან სუსტად ვითამაშეთ. გარკვეული ობიექტური მიზეზების მიუხედავად, მაინც ძალიან თვითკრიტიკული ვიქნები - უკმაყოფილო ვარ საკუთარი გამოსვლით. მეორე ნახევარში კი როდესაც ანგარიში გავათანაბრეთ და სრულად ვფლობდით თამაშის სადავეებს და ყველას გვჯეროდა გამარჯვების, აქაც უხეში შეცდომა დავუშვით და მესამე გოლიც მივიღეთ.

"დინამოში" ძალიან ძლიერი შევსებაა. მათ საკუთარი სიტყვა უკვე ნათქვამი აქვთ ფეხბურთში და დარწმუნებული ვარ კიდევ იტყვიან. მთავარია სტაბილურად გამოსვლა შევძლოთ და მიზნის მიღწევასაც მოვახერხებთ".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული