სერბეთიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ფეხბურთელმა ამ თამაშში ჯერ ეფექტური საგოლე პასი გაუკეთა მიკელ ალვაროს, შემდეგ კი თავადაც გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.
გიორგი მერებაშვილი: "პირველ რიგში ეს თამაშები იმისთვის არის, რომ გუნდის ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბდეს, შეთამაშდეს და ჩემპიონატისთვის მაქსიმალურად მზადყოფნაში იყოს. თუმცა ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და ყოველთვის სასიამოვმოა, როცა იმარჯვებ.
ვცდილობთ, რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდში მივაღწიოთ ჩვენს სათამაშო პიკს.
მიუხედავად გუშინდელი დატვირთული დღისა, ვგულისხმობ ორჯერად ვარჯიშს, თითოეულმა ფეხბურთელმა ასი პროცენტი დადო მინდორზე და ვფიქრობ, დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ".