გიორგი მერებაშვილი: ორჯერადი ვარჯიშების შემდეგ, მოედანზე მაინც 100% დავდეთ

AutoSharing Option
ესპანურ მარბელაში Football Impact Cup 2012-ის გათამაშებაში ნორვეგიულ "სტორმსგოდსეტთან" მოგებული (2-1) შეხვედრის შემდეგ, თბილისის "დინამოს" ოფიციალურ ვებ-გვერდთან კომენტარი გიორგი მერებაშვილმა გააკეთა.

სერბეთიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ფეხბურთელმა ამ თამაშში ჯერ ეფექტური საგოლე პასი გაუკეთა მიკელ ალვაროს, შემდეგ კი თავადაც გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

გიორგი მერებაშვილი: "პირველ რიგში ეს თამაშები იმისთვის არის, რომ გუნდის ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბდეს, შეთამაშდეს და ჩემპიონატისთვის მაქსიმალურად მზადყოფნაში იყოს. თუმცა ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და ყოველთვის სასიამოვმოა, როცა იმარჯვებ.

ვცდილობთ, რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდში მივაღწიოთ ჩვენს სათამაშო პიკს.
პოლონელებთან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ და მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ დღევანდელ შეხვედრაში სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია.

მიუხედავად გუშინდელი დატვირთული დღისა, ვგულისხმობ ორჯერად ვარჯიშს, თითოეულმა ფეხბურთელმა ასი პროცენტი დადო მინდორზე და ვფიქრობ, დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული