ქუთაისის "ტორპედო" და ზაქათალის "სიმურგი" ყაიმზე გაიყარნენ

AutoSharing Option
ანთალიაში შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის "ტორპედომ" თურქეთში რიგით მეორე შეხვედრა გამართა, სადაც გია გეგუჩაძის შეგირდები ზაქათალის "სიმურგს" დაუპირისპირდნენ და მატჩი ფრედ 1:1 დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ ანთალიაში ქუთათურების პირველი სპარინგ-მეტოქე "ბრაშოვი" იყო, სადაც "ტორპედო" 0:2 დამარცხდა.

"სიმურგთან" მატჩში გეგუჩაძის სასტარო შემადგენლობა შემდეგნაირი იყო:

მაქსიმე ქვილითაია, დათა რიგვავა, დავით გამეზარდაშვილი, ბაქარ მირცხულავა, გიორგი გურული, ნიკა ფირცხალავა, დავით ჯანელიძე, ვალერი ბოლქვაძე, გიორგი კუხიანიძე, ლაშა კემუხტაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი.

შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ნახევრის 53-ე წუთზე ანგარიში "სიმურგის" ფეხბურთელმა გახსნა. 71-ე წუთზე კი
წონასწორობა დავით გამეზარდაშვილმა აღადგინა.

ქუთაისის "ტორპედო" მომდევნო შეხვედრას 28 იანვარს "კორონასთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ გუნდით ტორპედოს გაუჭირდება სამეულში შესვლა უფრო კარგ ტრანსფერებს ველოდი ამ გუნდიდან:)
გაბრო
21:58 26-01-2012
0
იმედია ეს ფრეები და წაგებები ანტალიაში დარჩება და ჩემპიონატში მოგებებიტ გაგრძელდება
Lasha
19:14 26-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული