ვაწაძე "ვოლგას" შეკრებაზე დაშავდა, მაგრამ მალე მომჯობინდა და "დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ დატვირთა კიდეც. არზიანი "დილაში" გადასვლაზე თავიდან არც ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ ეს ნაბიჯი მის მენეჯერთან, "დილას" გენერალურ დირექტორ მამუკა ჯუღელთან შეთანხმების შემდეგ გადადგა.
მოულოდნელი იყო გორელთა
"ახალწვეულთა სამეული გუნდს უდავოდ გააძლიერებს. მაგრამ "დილას" სიახლენი ამით არ ამოიწურება, ხვალ ლაშა სალუქვაძეც შემოგვიერთდება" - გვითხრა კარტოზიამ.
დღეს "დილას" ანთალიაში პირველი ტესტ-მატჩი იაროსლავის "შინიკთან" უნდა ეთამაშა, თუმცა გუშინ საღამოს გადაწყდა, რომ რუსულ კლუბს ავსტრიის ჩემპიონი, გრაცის "შტურმი" ჩაანაცვლებს, სადაც გიორგი ფოფხაძე თამაშობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"