როგორც მოსალოდნელი იყო "შიონაიხე" არ გამოდგა იოლი მეტოქე, თამაში თავიდანვე დაძაბულად დაიწყო. მეტოქე ძალისმიერ უაღრესად ხისტ ფეხბურთს თამაშობდა, რომელიც ხშირად უხეშობაში გადადიოდა, 12-ე წუთზე ანგარიში გერმანელებმა გახსნეს - კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი "ვიტ ჯორჯიას" კარში გერმანელთა საუკეთესო ბომბარდირმა, ჩეხმა ცენტრფორვარდმა მილოსლავ კოუსალმა თავური დარტყმით გაიტანა.
თუმცა მანამდე, 8-ე წუთზე ბექა ზაქრაძეს და 9-ე წუთზე ბესიკ ჩიმაკაძეს შეეძლოთ ანგარიშის გახსნა. მთლიანობაში პირველი ტაიმი "ვიტ ჯორჯიას" უპირატესობით წარიმართა, განსაკუთრებულად
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ზურაბ ბერიძემ 9 ფეხბურთელი შეცვალა და 4-2-3-1 ტაქტიკური მონახაზი 4-4-2-ზე გადააწყო. მეტოქემ მხოლოდ 2 ცვლილება განახორციელა. "ვიტ ჯორჯია" აგრძელებდა შეტევას და 60-ე წუთზე ელგუჯა ლობჯანიძემ ანგარიში გაათანაბრა - 1:1, გოლი ლამაზი სანახავი გამოდგა - შოთა დავლაშელიძემ გრძელი დიაგონალური გადაცემა გაუკეთა გიგა ჯუღელს, რომელმაც ერთი მეტოქე სისწრაფეში მოიტოვა და საჯარიმოში მწვავედ ჩააწოდა, ელგუჯა ლობჯანიძემ კი ბურთი მიწაზე დაუშვებლად, ნახევარბრუნში მეტოქის კარში მოათავსა.
ამის შემდეგ "ვიტ ჯორჯიას" კიდევ ორჯერ ქონდა დაწინაურების შესაძლებლობა, მაგრამ ჯერ გიორგი ვაშაკიძეს, ხოლო შემდეგ ლევან კუხალეიშვილს მომენტები გაუცუდდათ. 85-ე წუთზე ელგუჯა ლობჯანიძეს შეეძლო წერტილი დაესვა თამაშისთვის, მაგრამ შანსი ვერც მან გამოიყენა. საბოლოოდ ფრე - 1:1.
შემდეგ მატჩს "ვიტ ჯორჯია" სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" მეორე გუნდთან გამართავს. თამაში პირველ თებერვალს, ბელეკში, ტიტანიკის სპორტკომპლექსის მინდორზე გაიმართება და 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება
"ვიტ ჯორჯია" - "შიონაიხე" 1:1
გოლები: კოუსალი (12), ლობჯანიძე (60)
ვიტ ჯორჯია, პირველი ტაიმი: ძაძამია - ხურცილავა, ადამაძე, კასრაძე, ღანიაშვილი - გურამ გურეშიძე, ვასაძე - კორიფაძე, გიორგი გურეშიძე, ზაქრაძე - ჩიმაკაძე
მეორე ტაიმი: რეჭია - გეთიაშვილი, ადამაძე, კასრაძე, ჯავაშვილი - ვაშაკიძე, ჯაყელი, დავლაშელიძე, ჯუღელი - ლობჯანიძე, კუხალეიშვილი (75 წთ. ჯანელიძე)
witgeorgia.ge