თავდაპირველად იმას ვიტყვით, რომ აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ბატონი თემურ ქეცბაიაც დაესწრო. ტრიბუნაზე გულშემატკივარი მრავლად იყო. ანთალიაში სემინარებზე ჩამოსული არის პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კორპუსი, რომელნიც ცხადია, თავისი ქვეყნის გუნდს ქომაგობდა.
"გაგრამ" შეხვედრა 4-5-1 ტაქტიკური სქემით დაიწყო. გამოკვეთილი თავდამხმელი შალვა კვანტალიანი იყო. მატჩის საწყისი 15-20 წუთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, რის შემდეგაც ქართულმა გუნდმა ნელ-ნელა შეავიწროვა მეტოქე და რამდენიმე შეტევაც განახორციელა.
მატჩის მეორე ნახევარიც თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. შეხვედრის 55-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ჭკუასელი ურტყამდა საშუალო დისტანციიდან, მაგრამ მეკარემ მოახერხა მისი მოგერიება. დაახლოებით ათ წუთში მეტოქემ ანგარიშის გახსნა მოახერხა, როდესაც შეტევის მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებული ჟელაზინსკიმ თავით პირდაპირ ცხრიანში გაიტანა, მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
"გაგრამ" გაშვებული გოლის შემდეგ მწვავედ შეუტია და მალევე ანგარიში გაათანაბრა. დაახლოებით 22-მეტრიდან, გიორგი ზვიადაძემ შორეული დარტყმით მეკარეს მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა.
ამის შემდეგ მეტოქეებმა მომენტები გაცვალეს, ხოლო მალე გაგრელთა კარში მეორე გოლი გავიდა - დასწრებაზე კარგად ითამაშა ონგალოვსკიმ, მცველს და მეკარეს აჯობა და ბურთი კარში შეაგორა. შემდეგ შეხვედრას "გაგრა" 30 იანვარს, ბელეკში პავლოდარის "ირტიშს" შეხვდება და მატჩი თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება.
გაგრა - გურნიკი 1:2
გოლები: 0:1 ჟელაზინსკი 63 0-1, 1:1 ზვიადაძე 70 1-1, 1:2 ონგალოვსკი 74 1-2
გაგრა: ბეგაშვილი, ხუციძე, კალანდაძე, ტყეშელაშვილი, ჯგერენაია, სარდალიშვილი, ხოჯაშვილი, ზვიადაძე, ჯიშკარიანი, ჭკუასელი, კვანტალიანი.
შეცვლაზე შევიდნენ: ფალავანდიშვილი, ყურულაშვილი, ნადირაძე, სეთურიძე, ჯალიაშვილი, როსტიაშვილი.
fcgagra.ge